ვის არ ახსოვს ახალი კომბოსტოს და კიტრის სალათის მადის აღმძვრელი გემო და არომატი ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ასეთი გემრიელი სალათი შეგიძლიათ ზამთრისთვის შეინახოთ.
როცა ახალი კომბოსტოს და კიტრის სალათი მოგბეზრდებათ, ბოსტნის პომიდვრის და წიწაკის მოლოდინში, ეს ვიტამინების სალათი შესანახად მოამზადეთ, როგორც ნაადრევი ზაფხულის არომატული მოგონება. ზამთარში სალათის ქილა გახსენით და კარტოფილის ან ხორცის კერძთან ერთად მიირთვით. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ შეინახოთ ახალი კომბოსტოს და კიტრის სალათი ზამთრისთვის.
ინგრედიენტები:
- 1,5 კგ ახალი კომბოსტო
- 1,5 ახალი მწვანე კიტრი
- 500 გრ ხახვი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 1 თავი ნიორი
- 1 კონა კამა
- 1 კონა ნიახური
- 8 დაფნის ფოთოლი
მარინადის ინგრედიენტები:
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ მარილი
- ½ ჭიქა მცენარეული ზეთი
- 4 ს/კ 9%–იანი ძმარი
მომზადების წესი:
- ახალი კომბოსტო წვრილად დაჭერით, როგორც სალათისთვის. დანა ან სპეციალური საჭრელი გამოიყენეთ.
- ახალი კიტრი თხელი მწვანე ქერქით გარეცხეთ, ბოლოები მოაჭერით და თხელ რგოლებად დაჭერით.
- ხახვი გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ.
- მწვანე ხახვი, კამა და ნიახური გარეცხეთ, დაფერთხეთ და წვრილად დაჭერით.
- დიდ თასში კომბოსტო, კიტრი, ხახვი, ნიორი, კამა, მწვანე ხახვი და ნიახური აურიეთ. მარილი, შაქარი, ძმარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ბოსტნეულის მასას კარგად აურიეთ და 2 საათით გააჩერეთ.
- ვადის გასვლის შემდეგ კვლავ აურიეთ და სალათით სუფთა, მშრალი ქილები გაავსეთ. ქილაში გვერდებზე 2–2 დაფნის ფოთოლი ჩადეთ. სავარაუდოდ, 900 მლ–იანი 4 ქილა სალათი გამოგივათ.
- ქილები მოხუფეთ და 20 წუთით გაასტერილეთ. გაგრილება აადდეთ და გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ.
- გემრიელად მიირთვით!