არომატული გემრიელობა ნივრითა და მწვანილით 25 წუთში: როგორ მიყვარს ასეთი რეცეპტები

1772

პური რომ ყველაფრის თავი და თავია, ყველამ ვიცით, მაგრამ როგორი საინტერესოა, როცა სტუმრებს საკუთარი ხელით გამომცხვარი პურით უმასპინძლდები!

“გასტრონომიას“ რეცეპტით გამომცხვარი ფუნთუშები ნივრითა და მწვანილით ისეთი რბილი, გემრიელი და არომატული გამოდის, მათი ორიგინალური ფორმა კი სასიამოვნოდ აოცებს ახლობლებს.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 250 მლ რძე
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 50 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მწვანილი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება

1. შეურიეთ საფუარი და გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ თბილი რძე, მარილი, შაქარი, ზეთი და მოზილეთ რბილი ცომი. შეფუთეთ პირსახოცში და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.

2. სანამ ამოვა, მოამზადეთ შიგთავსი. დარბილებულ კარაქს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი.

3. ამოსული ცომი დაამუშავეთ, შექმენით ძეხვის ფორმა და დაჭერით მცირე ნაწილებად. ყოველი მათგანი გააბრტყელეთ, ცენტში მოათავსეთ შიგთავსი, დაახვიეთ და მოათავსეთ 2-3 ცალობით მაფინების ფორმაში.

4. წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.

პურის შესანიშნავი ალტერნატივაა! ცომის მოზელვამ ხშირად რომ არ მოგიწიოთ, მოამზადეთ 2-3-ჯერ მეტი და შეინახეთ მაცივარში. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!