სიგარა ბიორეკი ლავაშიდან: გემრიელი მინი-ნამცხვარი წამებში მზადდება

1111

სიგარა ბიორეკი (Sigara borek) ნაციონალური თურქული კერძია, რომელსაც საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მიირთმევენ. გემრიელი მილები ფორმით კუბურ სიგარებს ჰგავს – სახელიც აქედან მოდის!

ტრადიციული ხრაშუნა მილები უთხელესი ფილოს ცომიდან მზადდება. მზა ცომის ყიდვა – ნამდვილი მფლანგველობაა, ხოლო დამოუკიდებლად მისი მომზადების და გაწელვის პროცესი რთულია.

რედაქცია გირჩევთ ცხელი წასახემსებელი თხელი ლავაშით მოამზადოთ. უფრო სწრაფ მეთოდს ვერ მოიფიქრებთ!

მარტივი წასახემსებელი ლავაშით

ინგრედიენტები:

  • 4 თხელი ლავაში
  • 150 გრ ბრინზა (შეგიძლიათ ხაჭო)
  • 1 კვერცხი
  • შავი წიწაკა
  • მარილი (თუ საჭიროა)
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება:

1. ლავაშის ფურცლები სამკუთხედებად დაჭერით.

2. კამა წვრილად დაჭერით, ბრინზას ან ხაჭოს აურიეთ. წიწაკა დაუმატეთ. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ და შიგთავსი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. თუ ხაჭოს იყენებთ, მარილი დაუმატეთ.

3. ლავაშის სამკუთხედის ფართო კუთხეზე შიგთავსი მოათავსეთ და დაახვიეთ. მილები რომ არ დაიშალოს, სამკუთხედის წვერს დარჩენილი კვერცხის ცილა წაუსვით.

4. სასუნავი კარგად გაცხელებულ ზეთში შეწვით, შემდეგ ცხიმის მოსაშორებლად სალფეთქზე გადაიტანეთ.

მთელი მთა გემრიელი, ხრაშუნა მილები გამოგივათ! სხვათა შორის, ასეთი მილები შეგიძლიათ ბევრი მოამზადოთ და გაყინოთ: თუ მოულოდნელად სტუმრები გეწვევათ, მათ გასამასპინძებლად რაღაც გექნებათ!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!