ამ კერძის მოზმადების შემდეგ, გოგრაზე უარს ვერასოდეს იტყვით

656

თუ სახლში ცოტა გოგრა, კარტოფილიდ ა ხორცი გაქვთ – ესეიგი, მადისაღმძვრელი, არომატული და ნოყიერი ვახშამი ნამდვილად გექნებათ მაგიდაზე. ეს ღვთაებრივად გერიელი კერძია.

დღეს ჩვენი რედაცია საოცრად გემრიელ რეცეპტს გაგიზიარებთ!

ინგრედიენტები

  • 700გ კარტოფილი
  • 150გ არაჟანი
  • 700გ გოგრა
  • 150მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი სანელებლები ქათმისთვის
  • 700გ ქათმის ფილე
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გოგრა გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად. დაჭერით ფილე და კარტოფილი.

2.სტაფილო გახეხეთ საშუალო ზომაზე, ხახვი დაჭერით წვრილად. მოტშეთ ხახვი და სტაფილო ზეთში. მოაყარეთ ქათმის ფილე. შეაზავეთ სანელებლებით და შეწვით.

3.ცალკე ჯამში არაჟანს დაუმატეთ წყალი.

გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ გოგრა, კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, შემდეგ დაუმატეთ ქათამი, ხახვი, სტაფილო. მოასხით არაჟნის მასა და გამოსაცხობ პაკეტში შეფუთეთ.

4.გამოაცხეთ კერძი 180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!