ამ ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი მე ავსტრიიდან ჩამოვიტანე: სარესტორნო დესერტი უმარტივესად

1128

ძალიან გემრიელი ნამცხვარი. ყველაფერი ისე, როგორც გვიყვარს – თხელი და უგემრიელესი ცომი.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 250გ ფქვილი
  • 125გ კარაქი
  • 50გ შაქრის ფხვნილი
  • 20გ წყალი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსისთვის

  • 750გ მწვანე ვაშლი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 75გ არომატული ვაშლის წვენი
  • 125გ შაქარი
  • 3გ დაფქული დარიჩინი
  • 65გ წყალი
  • 65გ კარტოფილის სახამებელი

მომზადება

  1. მოვამზადოთ ფხვიერი ცომი.
  2. რბილი კარაქი ათვიფეთ შაქრის ფხვნილთან და მარილთან ერთად.
  3. მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ.
  4. დაელოდეთ 30 წუთი.
  5. ვაშლის წვენს დაუმატეთ ლიმონის წვენი, მოათავსეთ ცეცხლზე და წამოადუღეთ.
  6. წვენს დაუმატეთ შაქარი, დარიჩინი და წყალში გახსნილი სახამებელი.
  7. მისი დამატების შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან სიროპი.
  8. სახამებელი არ უნდა ადუღდეს.
  9. ოდნავ შესქელებული სიროპი მოასხით ვაშლს.
  10. 2/3 ცომი გააბრტყელეთ (აუცილებლად გამოიყენეთ ორი ფენა ქაღალდი), მოათავსეთ ფორმაში, ამოიყვანეთ კუთხეები.
  11. მოათავსეთ ვაშლის შიგთავსი, დარჩენილი ცომის მესამედი გაეხეთ და მოაყარეთ ვაშლს.
  12. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.
  13. გაგრილების შემდეგ დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!