საზაფხულო ჰიტი. ჰაეროვანი ფუნთუშები ხაჭოთი და კენკრით

378

ჰაეროვანი ხაჭოს ფუნთუშები დასვენების დღეებში იდეალურია. იმდენად რბილი და ნაზია, თითქოს ზღაპრული საკონდიტროდან არის. ასეთი გემრიელობა ბავშვებსაც მოეწონებათ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ოჯახთან ერთად ჩაიზე მისაყოლებლად გამოაცხოთ. უბრალოდ შეუდარებელი გამოვა.

ხაჭოს ფუნთუშები ღუმელში გამომცხვარი

სახლის ცომეული დიდი მრავალშვილიანი ოჯახისთვის ნამდვილი ხსნაა. მაღაზიაში ნაყიდი ტკბილეული ძვირია, თან მისი შემადგენლობა ნატურალუობით ვერ გაგახარებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა პროცესი შეგიძლიათ აკონტროლოთ. დაწყებული შაქრის რაოდენობით და ხილის არჩევით დამთავრებული.

ცომის ინგრედიენტები:

  • 125 მლ რძე
  • 300 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 15 გ დაპრესილი საფუარი
  • 1 კვერცხის გული
  • 50 გ კარაქი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 200 გ ხაჭო
  • 1 კვერცხის ცილა
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 1 ჩ/კ ფქვილი
  • საყვარელი ხილი ან კენკრა

მომზადების წესი:

1. ფუნთუშის ინგრედიენტები წინასწარ მოამზადეთ, რომ ცივი არ იყოს. რძე, კარაქი და კვერცხი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ და ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ასე საფუართან უფრო აქტიურად იმოქმედებს.

2. ცომის მომზადება დაიწყეთ. კარაქი პატარა ქვაბში მოათავსეთ და სუსტ ცეცხლზე გაადნეთ. საფუარი დააქუცმაცეთ, ჭიქა რძე დაუმატეთ და აურიეთ. ცალკე თასში კვერცხი, შაქარი, ვანილი და მწიკვი მარილი აურიეთ. კვერცხი–შაქრის ნარევი მცირე ქაფის მიღებამდე აურიეთ, შემდეგ რძის და საფუარის ნარევს ნელ–ნელა დაუმატეთ.

3. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თასს თბილი კარაქი დაუმატეთ. თანდათან თხევად ნაწილს ფქვილი დაუმატეთ და რბილი ცომის მოზელა დაიწყეთ. ბევრი ფქვილი არ დაუმატოთ, როცა ცომს მოზელთ. ცოტა ხელზე უნდა გეკვროდეთ. მზა ცომი პარკის ქვეშ 40 წუთით გააჩერეთ.

4. დასვენებული ცომი მაგიდაზე გადაიტანეთ და ოდნავ ჩაზილეთ. ამ რაოდენობით 8 ფუნთუშა გამოვა. ცომი 8 პატარა ბურთად დაყავით და პარკი დააფარეთ. კიდევ 30 წუთით გააჩერეთ.

5. შიგთავსი ორ სხვადასხვა თასში მოამზადეთ. პირველად ხაჭოს, კვერცხის, შაქრის, მარილის და ვანილის მუსი მოამზადეთ. მეორე თასში კარაქი, ფქვილი და შაქარი ნაფშვენის მიღებამდე დაფშვენით. ნაფშვენი ხაჭოს ფუნთუშის აქსესუარი გახდება. ხილი და კენკრაც მოამზადეთ, რომელსაც გამოიყენებთ. გარეცხეთ, კურკები ან ქერქი მოაშორეთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით.

6. ახლა ცომის ბურთებით ჰაეროვანი ნავები გააკეთეთ. ცომს ოვალის ფორმა მიეცით და პიცის დანით ორი გვერდითა ჭრილი გააკეთეთ. ახლა გადაჭრილი კიდეები გადახლართეთ. ისე უნდა გამოვიდეს, რომ ცომის კუნწები მთელი იყოს, ხოლო გადახლართული კიდეები მაღალ გვერდებს და შიგთავსისთვის ნავს ქმნიდეს.

ხილის ფუნთუშები ხაჭოთი

თითოეული ფუნთუშა ხაჭოთი გაავსეთ და ხილით გააფორმეთ. ზემოდან ფქვილის, კარაქის და შაქრის ნაფშვენი მოაყარეთ. სანამ ცომს ღუმელში მოათავსებთ, კიდეებში კვერცხი წაუსვით. წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.

ცივი ფუნთუშები ჩაიზე მისაყოლებლად სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. სურვილის შემთხვევაში დეკორი შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგალითად, გამდნარი შოკოლადი, ქოქოსის ფანტელები, ნაღები ან მურაბა. ტკბილეულის მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ხაჭოს ფუნთუშები ყოველთვის შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ.