უგემრიელესი გულიანი ქადების მარტივი რეცეპტი

4555

ქადების მოსამზადებელი ძირითადი მასალაა ხორბლის ფქვილი და ერბო. ცხიმებიდან შეიძლება ვიხმაროთ ზეთი, ღორის მუცლის გამდნარი ქონი, კარაქი. სიტკბოსათვის უნდა ვიხმაროთ შაქარი და თაფლი. ბადაგები, სიროფები და საერთოდ ტკბილი წვენები ქადის მოსამზადებლად არ გამოდგება.

გულიანი ქადის რეცეპტი 

ინგრედიენტები: 

  • პურის ფქვილი – 1 ½  კილოგრამი
  • ერბო – 500 გრამი
  • შაქარი – 300 გრამი
  • მარილი -ცოტაოდენი

მომზადების წესი:

  1. მოვზილოთ მაგარი ცომი ნელთბილ წყალში და 1 ჩაის ჭიქა ერბოში.
  2. დავუმატოთ ½ ჩაის ჭიქა შაქარი. თბილად შევახვიოთ და დავდოთ დაახლოებით 1 საათით თბილ ადგილზე.
  3. ტაფაზე დავყაროთ 2 ჩაის ჭიქა ფქვილი, შემდეგ დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ერბო, კარგად მოვშუშოთ.
  4. ჩავყაროთ დარჩენილი 150 გრამი შაქარი და ავურიოთ. ეს იქნება ქადის გული, რომელიც უნდა ჩავდოთ პატარ-პატარა გაბრტყელებულ ცომებში, მოვუკრათ თავი და გამოვაცხოთ გახურებულ კეცებს შუა, ჰაერღუმელში ან ჩუდოში.