თუ ნაყინის ყიდვისას შეფუთვაზე ყურადღებით დააკვირდებით შემადგენლობას და გაუგებარ დანამატებსა და ქიმიურ ელემენტებს წააწყდებით, ეს რეცეპტი თქვენთვისაა ზედგამოჭრილი! ჩვენ ვიცით, როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი და ნატურალური ნაყინი შინაურ პირობებში. გემოს სრულად დასატკბობად კი სულ 3 ინგრედიენტია საჭირო.
ნაყინი მაქსიმალურად გემრიელი რომ გამოვიდეს, შეარჩიეთ მაღალი ცხიმიანობის რძე და კარაქი. შოკოლადი კი შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, რომელიც თქვენ მოგწონთ: თეთრი, შავი, რძიანი… ვიმედოვნებთ, რომ სათანადოდ შეაფასებთ ამ შესანიშნავ რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 100 მლ რძე
- 80 გრ კარაქი
- 90 გრ შოკოლადი
მომზადება
- ღრმა თასში, რომლის მიკროტალღურ ღუმელში შედგმა შეიძლება, ჩაასხით რძე და დაუმატეთ დარბილებული კარაქი. შედგით მიკროტალღურ ღუმელში. კარაქი უნდა დადნეს, რძე კი გაცხელდეს, მაგრამ არ წამოდუღდეს.
- გახეხეთ შოკოლადი, მოაყარეთ მასას, კარგად მოურიეთ.
- დააბლენდერეთ ან მიქსერით ათქვიფეთ მასა 8 წუთის განმავლობაში. შედგით საყინულეში 40 წუთით.
- შემდეგ ცივი მასა კვლავ ათქვიფეთ, სანამ არ გამყარდება.
მზა ნაყინი გადაიტანეთ ლამბაქებში და მორთეთ სურვილისამებრ: გახეხილი შოკოლადი, მურაბა, თხილი და ა.შ. მოამზადთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!