წყალზე მომზადებული უგემრიელესი ბლინების რეცეპტი

3071

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ბლინები ინდური რეცეპტით. ინდოელები მას თითქმის ყოველდღე მიირთმევენ. ბლინების მომზადება ძალიან ადვილია, ისინი წყლით მზადდება და არ ეწებება.

ვეგეტარიანული ბლინები

ინგრედიენტები

  • 60 გრ ბარდა
  • 160 გრ გრძელი ბრინჯი
  • 280 მლ ადუღებული წყალი
  • 1 ჩ.კ. კურკუმა
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხილ ბრინჯს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 8 საათით.

2. იგივე გაიმეორეთ ბარდაზეც.

3. როდესაც ბრინჯი და ბარდა გაფუვდება (შეშუპდება), მოათავსეთ ერთ თასში, დაუმატეთ ერთი კოვზი მდუღარე წყალი და დააბლენდერეთ ისე, რომ ერთგვაროვანი, პიურეს მსგავსი კონსისტენცია მიიღოთ.

4. შემდეგ დაუმატეთ კურკუმა, პილპილი და მარილი. გემოს გასაუმჯობესებლად, სურვილისამებრ შეგიძლიათ სხვა სანელებლის დამატება. ყველა ინგრედიენტი კარგად არიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ 260 მლ წყალი.

5. ნაზავი გააჩერეთ თბილ ადგილას 24 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ წაუსვით ტაფას მცენარეული ზეთი, გააცხელეთ და დაასხით მცირე ოდენობის ნაზავი. შეწვით ბლინები თითო წუთით ორივე მხარეს.

6. ინდურ ბლინებს ინდოელები “დოსასს” უწოდებენ და მას პურის ნაცვლად მიირთმევენ. ინდური ბლინები შეგიძლიათ სოუსთან ან სანელებლებთან ერთად მიირთვათ, ან მათ გარეშე.

თუ ინდური ბლინების მოსამზადებლად საჭირო მარცვლეული არ გაქვთ, მათი მომზადება ალტერნატიული რეცეპტით შეგიძლიათ, რომლისთვისაც სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო.

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა წყალი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • მარილი გემოვნებით

ჩაასხით თასში წყალი, დაუმატეთ ფქვილი, მარილი, შაქარი, ზეთი და კოვზით კარგად მოურიეთ. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი კონსისტენციის, თხევადი არაჟანის მსგავსი. გააჩერეთ ცომი 5 წუთი და შეუდექით ბლინების შეწვას.

გემრიელად მიირთვით!