ბაჟე ქართული ტრადიციული სოუსია, რომელიც ნიგვზით, ნივრითა და სუნელებით მზადდება. ბაჟე საცივის შესანიშნავი ალტერნატივაა. ასე, რომ თამამად შეგიძლიათ მისი მომზადება.
ინგრედიენტები:
- ნიგოზი – 0,5 კგ
- ნიორი – 1-2 კბილი
- მარილი – 1/2 ჩაის კოვზი
- ხახვი 1 პატარა თავი
- მიხაკი, დარიჩინი და წითელი წიწაკა დანის წვერით
- მარილი და ძმარი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხორსაკეპში ორჯერ გატარებულ ნიგოზს დავუმატოთ ასევე გატარებული და შემდეგ როდინში დანაყილი ნიორი, წიწაკა, მიხაკ-დარიჩინი, მარილი და ცალკე დანაყილი ხახვი.
- ყველაფერი კარგად ავზილოთ ხელით ზეთის გამოსვლამდე. ზეთი შევინახოთ ცალკე.
- მოზელილი მასა გავხსნათ წყალში სასურველი სისქის მიღებამდე.
- შევაზავოთ ძმრითა და მარილით.
- სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვასხათ ნიგვზის ზეთი.