როგორ მოვამზადოთ უკრაინული “მაწვნის სუპი” ბურახით

2465

უცხოელებს ეშინიათ ბევრი ისეთი კერძის გასინჯვა, რომლებსაც რუსები, უკრაინელები და ბელორუსები თითქმის ყოველდღიურად მიირთმევენ. ასეთი ანტირეიტინგის სიაში პირველი ადგილი “ხალადეცს” უჭირავს, მომდევნო კი-“მაწვნის სუპს”.

კანადელმა ტურისტმა “რუსული სუპის” დეგუსტაციის შემდეგ ასე აღწერა თავისი შთაბეჭდილებები: “ყველაფერი, რაც მაგიდაზე ელაგა, მათ შორის სასმელიც, ერთ თასში მოათავსეს. საბრალო საჭმელი, საბრალო ბურახი და კეფირი. რაში სჭირდებათ მათ ეს ტანჯვა?”

მაწვნის სუპი რუსულ კულინარიულ წიგნებში XVIII საუკუნის შუა წლებიდან გვხვდება. კლასიკური “აკროშკა” მზადდება წვრილად დაჭრილი ბოსტნეულით, ხორცით ან თევზით, მწნილით და მწვანილებით, ბურახითა და არაჟნით.

“აკროშკა” უძველესი რეცეპტის მიხედვით სპეციალური თეთრი ბურახით მზადდებოდა, თუმცა მის ნაცვლად ყოველდღიურად იყენებდნენ: კეფირს, ლუდრს, ხორცის ნახარშს, მინერალურ წყალს ან კიტრის მწნილის წვენს.

ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ რუსული ტრადიციული კერძის “აკროშკას” რეცეპტს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად საუკეთესო ვარიანტია.

ინგრედიენტები

  • 1,5 ლ ბურახი (სიტკბოს გარეშე)
  • 500 გრ კარტოფილი
  • 150 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • 150 გრ მოხარშული ძეხვი
  • 200 გრ ბოლოკი
  • 300 გრ კიტრი
  • 1 ც ტკბილი პილპილი
  • 200 გრ მწვანე ხახვი
  • 100 გრ კამა
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. მოხარშეთ კარტოფილი გაუთლელად. გააცივეთ, გათალეთ და დაჭერით კუბებად.

2. ძეხვი, ქათმის ფილე, მოხარშული კვერცხი და კიტრი დაჭერით კუბებად. ბოლოკი და პილპილი დაჭერით წვრილ ზოლებად. წვრილად დაჭერით მწვანილი.

3. თასში აურიეთ ძეხვი, ქათმის ფილე და ბოსტნეული ერთმანეთს.

4. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და გადაიტანეთ თეფშზე.

5. მოასხით ბურახი და ზემოდან მწვანილი მოაყარეთ.

6. ოკროშკა მიირთვით ცივად.

7. სურვილისამებრ შეგიძლიათ კერძს არაჟანი დაუმატოთ, თუმცა, თუ წონაში დაკლება გსურთ, არაჟანი ამაში ხელს ნამდვილად არ შეგიწყობთ.

8. გემრიელად მიირთვით!