სახლში მომზადებული ქაბაბი ღუმელში

719

ქაბაბი – ეს თურქეთის, კავკასიის და აზიური სამზარეულოს ტრადიციული კერძია. წვნიანი კატლეტი, რომელიც ცეცხლზე იბრაწება. სახლშიც შეგვიძლიათ ცეცხლის გარეშე, უბრალოდ ღუმელში მოვამზადოთ.

ეს მეთოდი განსხვავდება ტრადიციული მეთოდებისგან, მაგრამ ასე მარტივი და არანაკლებ გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 450გ
  • ქათმის ფილე 400გ
  • ხახვი 0,5 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 0,5 ცალი
  • ქინძი 25გ
  • ნიორი 3 კბილი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 80გ
  • უცხო სუნელი 1 ჩაის კოვზი
  • ზაფრანა 0,5 ჩაის კოვზი
  • კაკალი ქინძი 0,5 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ხორცსაკეპში გაატარეთ ბულგარული და ხახვი. მასა მოათავსეთ საწურზე და დაელოდეთ. წვრილად დაჭერით ქინძი და მწვანილი.

2.ხორცსაკეპში გაატარეთ ქათმის ხორცი და ღორის ხორცი. გააერთიანთ ხორცი, მწვანილი, ნიორი და სანელებლები. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და კარგად მოურიეთ.

3.ხის წკირები დაასველეთ წყალში და შემოაცვით ქაბაბები.

4.მოათავსეთ ღუმელში. გამოაცხეთ 12 წუთი მაღალ ტემპერატურაზე გაგრილების გარეშე.

გემრიელად მიირთვით!