ძალიან გემრიელი და მსუყე, მდიდარი გემოთი გაჯერებული – აი, ასეთია ჩვენი შოკოლადისა და ალუბლის ნაყინი. სახლში მომზადებულ ნაყინს არაფერი შეედრება, სულ რომ არაფერი, ის მაინც გეცოდინებათ რითი მოამზადეთ, ასე კი თქვენს პატარებს, შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ უსაფრთხო დესერტი.
ინგრედიენტები:
- 12 დიდი კვერცხის გული
- 150 გ შაქარი
- 625 მლ ცხიმიანი ნაღები
- 2 ფინჯანი რძე
- 2 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
- 125 გ თეთრი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
- 1 ფინჯანი ახალი ან დაკონსერვებული ალუბალი, კურკაგამოცლილი, შეიძლება ჩირიც
- 75 გ ფსტა, მოხალული და მსხვილად დაკეპილი
- 1/2 ფინჯანი (30 გ) ქოქოსის ფანტელი
- 125 გ შავი შოკოლადის მსხვილად დატეხილი
მომზადების წესი:
- 2 ლიტრიან პუდინგის ჭურჭელში ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ 5 სმ გარეთ გადმოიკეცოს.
- საშუალო ზომის ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კრემის სისქის გოგლიმოგლი.
- დიდ ქვაბში ჩაასხით ნაღები და რძე, დაუმატეთ ვანილის ჩხირის გული, შემოდგით საშუალო სიმაღლის ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- თანდათან ჩაასხით გოგლიმოგლი, კარგად მოურიეთ, ჩააბრუნეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე შემოდგით, დატოვეთ ოდნავ შესქელებამდე. არ უნდა ადუღდეს.
- თეთრი შოკოლადი დიდ ცეცხლგამძლე თასში ჩადეთ, დაასხით დაახლოებით 2 ფინჯანი (500 მლ ) ცხელი ნაღების ნაზავი და მორევით გაადნეთ.
- გაწურეთ წმინდა საწურში და შედგით მაცივარში დაახლოებით 30 წუთით. შემდეგ ჩაასხით ნაყინის აპარატში და თქვიფეთ ინსტრუქციის მიხედვით, გაყინვამდე.
- დაუმატეთ ალუბალი, ფსტა და ქოქოსი. კიდევ 1 წუთი თქვიფეთ.
- ნაყინი გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში, თავზე გადააფარეთ კიდეებზე გადაკეცილი სამზარეულოს ცელოფანი და მთელი ღამით გაყინეთ.
- შავი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. შეაგრილეთ. გამოიღეთ ნაყინი საყინულიდან, გადაიტანეთ თეფშზე და მოაცალეთ ქაღალდი.
- მოასხით გამდნარი შოკოლადი და ისევ გაყინეთ, სანამ შოკოლადი არ გამკვრივდება.
- ცხელი დანით დაჭერით ულუფებად და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.
გემრიელად მიირთვით!