გამომცხვარი კანჭი განსაკუთრებულ მარინადში. საოცრად შებრაწული და არომატული გამოვიდა

3257

თუ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, რა მიართვათ სტუმრებს სადღესასწაულო სუფრაზე, „გასტრონომიას“ რედაქცია გთავაზობთ შეაჩეროთ არჩევანი ღორის კანჭზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კერძის მომზადებას ცოტა მეტი დრო სჭირდება, შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

სანამ კანჭი მომზადდება, შეგიძლიათ გარნირს ან სალათს მიხედოთ, ან კარგად მოემზადოთ სტუმრების დასახვედრად. თუმცა, არომატული არომატი მაინც სამზარეულოსკენ მიგიზიდავთ.

ინგრედიენტები

  • 1 ც ღორის კანჭი
  • 7 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • პროვანსული ბალახები
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 ს.კ. მარილი

მომზადება

  1. გარეცხეთ და გააშრეთ კანჭი, გააკეთეთ მასში პატარა ჭრილები და მოათავსეთ ოთხად გაჭრილი ნიორი. წაუსვით მარილი და პილპილი.
  2. შეურიეთ სოიოს სოუსი, თაფლი, მდოგვი და პროვანსული ბალახების ნაზავი. მიღებული სოუსი წაუსვით კანჭს და შედგით მაცივარში 12 საათით.
  3. მოათავსეთ კანჭი სახელოში და შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2 საათით, შემდეგ მოაცილეთ სახელო და კიდევ 30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

მიართვით სტუმრებს თაფლიანი კანჭი საყვარელ გარნირთან, განსაკუთრებით უხდება კარტოფილის პიურე ან ბრინჯი. შეინახეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!