რატომ უნდა მოამზადოთ ნაზი ტორტი “პარიზის ცეცხლი”

2884

ტორტი ყოველთვის ქმნის სადღესასწაულო განწყობას. ამ დესერტზე გიჟდებიან ჩემი შვილები, ამიტომაც მას ხშირად ვამზადებ. ამ რეცეპტში ჩვენ გასწავლით შოკოლადის ტორტის მომზადებას უგემრიელესი თხილით და კემით.

ტორტი კრემით და თხილით

ეს დესერტი განთქმულია მისი საოცარი გემოთი და არომატით. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგანა მაში შემავალი კრემი და შოკოლადი საოცრებებს ახდენს.

ინგრედიენტები 2 მუქი ბისკვიტისთვის

  • 4 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო

ინგრედიენტები 1 თეთრი ბისკვიტისთვის

  • 7 კვერცხის ცილა
  • მწიკვი მარილი
  • 12 სუფრის კოვზი შაქარი
  • 200გ ნიგოზი (მოხალული და დაქუცმაცებული)
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 7 კვერცხის გული
  • 200გ შაქრის ფხვნილი
  • 5 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 250გ კარაქი
  • 500მლ რძე
  • 2 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 2 ბანანი

ინგრედიენტები ბისკვიტის დასანამად

  • 100მლ წყალი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი რომი ან სხვა ალკოჰოლური სასმელი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ მუქი ბისკვიტები. ამისათვის განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად. აქაფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, გააგრძელეთ თქვეფა. დაუმატეთ თითო-თითო კვერცხის გული, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2.ფქვილს დაუმატეთ კაკაო, გაცერით და ნელ-ნელა მოაყარეთ აქაფებულ კვერცხს. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, მოატავსეთ ნახევარი ცომი და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 15 წუთი. ამავე მეთოდით გამოაცხვეთ მეორე ფირფიტაც.

3.დავიწყოთ ღია ფერის ბისკვიტის მომზადება. ათქვიფეთ მარილი და ცილა, მოყარეთ შაქარი, ათქვიფეთ აქაფებამდე. გაცერით ფქვილი, შეურიეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და ნელ-ნელა დაუმატეთ ცილას, კარგად მოურიეთ მასას. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 20-25 წუთი.

4.კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ შაქრის ფხვნილი, კვერცხის გული და სახამებელი. დაუმატეთ რძე, ვანილის ექსტრატი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ კრემის გაგრილებას.

5.გამღვალი კარაქი ნელ-ნელა დაუმატეთ კრემის მასას, კარგად ათქვიფეთ აქაფებამდე. დაჭერით ბანანი ან დააბლენდერეთ. ხილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ კრემს.

6.დასანამი მასის მომზადება უმარტივესია. შეაერთეთ ყველა ინგრედიენტი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. ბოლოს დაუმატეთ ალკოჰოლი გემოვნებით.

7.ყველაზე სასიამოვნო პროცესი ტორტის სწყობაა. პირველ ფენად გამოიყენეთ – მუქი ბისკვიტი. დანამეთ სიროპით და წაუსვით კრემი. შემდეგ ზემოდან მოათავსეთ თეთრი ბისკვიტი, წაუსვით კრემი და ისევ მუქი კორჟი დაადეთ. მთლიანი ტორტი დაფარეთ კრემით  და გააფომეთ გემოვნებით.

ტორტი მაციარში მოათავსეთ რამდენიმე საათი.

გემრიელად მიირთვით!