მეფური ხემსი: წვნიანი თევზი, საინტერესო სოუსი და ლამაზი იერსახე

1143

ზღვის პროდუქტები შესანიშნავად მეგობრობენ ციტრუსებთან: ლიმონი იდეალური თანამგზავრია თევზისთვის, ფორთოხალი – კრევეტებისთვის. რატომღაც მანდარინი დაუმსახურებლად არის დავიწყებული ამ კულინარიულ სიმფონიაში. ამიტომაც ჩვენ მოვამზადეთ კერძის უჩვეულო რეცეპტი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ. მისი წვნიანი სიმჟავე განწყობას ამაღლებს და გემოს რეცეპტორებს ნამდვილ დღესასწაულს ჩუქნის.

ღუმელში გამომცხვარი თევზის ფილე არომატულ ტკბილ-მჟავე არაჟნის სოუსით მანდარინთან მიირთმევა, რომელიც თევზს განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს.

ინგრედიენტები

  • 4 ც თეთრი თევზის ფილე
  • 100 გრ სიმინდი
  • 2 ს.კ. ლიმონი
  • 2 ც მანდარინი
  • 10 გრ კარაქი
  • 1 ც ხახვი
  • 0,5 კონა კამა
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 100 გრ ყველი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი რგოლებად. გაფცქვენით და დაყავით მანდარინი მარცვლებად.
  2. შეურიეთ არაჟანი დაჭრილ კამასთან და გახეხილ ყველთან.
  3. მოასხით თევზს ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაყავით ყოველი ფილე 3-5 ნაწილად და დაახვიეთ რულეტებად. დაამაგრეთ კბილის ჩხირებით.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოათავსეთ ხახვის რგოლები, მათ შორის მოათავსეთ მანდარინის მარცვლები. შემდეგ თევზის ფილე.
  5. მოასხით ფილეს არაჟნის სოუსი, მოაყარეთ სიმინდი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

არაჟნის სოუსი და მანდარინებთან გამომცხვარი თევზი სადღესასწაულო სუფრაზეც შესანიშნავია და ოჯახურ ვახშამზეც. ასეთი კერძი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!