ძეხვით ფარშირებული ქათმის გულ-მკერდი – გურმანების ოცნება

911
A serving platter full of stuffed, baked chicken breasts.

ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ქათმის გულ-მკერდი, ძეხვი, ნიორი და სუნელები. ქათმის ხორცმა განსაკუთრებული არომატი რომ მიიღოს, ცოტა ხნით დაამარინადეთ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის გულ-მკერდი
  • 0,5 კგ მონადირული ძეხვი
  • ნიორი გემოვნებით
  • მარილი და სუნელები გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და გააშრეთ ქათმის გულ-მკერდი. დაჭერით წვრილად ნიორი.
  2. წაუსვით ხორცს მარილი, სუნელები, ნიორი.
  3. შედგით ხორცი მაცივარში მთელი ღამით.
  4. დაჭერით ძეხვი სიგრძეზე 3 ნაწილად.
  5. ჩაჭერით ქათმის ხორცი 3 ადგილას.
  6. მოათავსეთ ჭრილებში ძეხვი.
  7. შეკარით ძაფით ხორცი, შეწვისას წვენი რომ არ დაკარგოს.
  8. შედგით  220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

მიირთვით კერძი გარნირთან ერთად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!