ხორცის პური შიგთავსით: ტრადიციული სააღდგომო კერძი

1410

“ბაჭია” ტრადიციული სააღდგომო კერძია, რომელსაც დასავლეთ უკრაინაში ამზადებენ. საინტერესოა, რომ კურდღლის ხორცი რეცეპტში არ გამოიყენება. რეცეპტი ითვალისწინებს ღორის ან საქონლის ხორცს სალოთი და ბოსტნეულით – ძალიან ნაზი და წვნიანი ხემსი გამოდის.

მოათავსეთ არომატული ხორცის პური სააღდგომო კალათაში და დატკბით დელიკატური გემოთი. ყველაფერი მარტივია: ამზადებ კოტლეტების მსგავსად, შედეგად კი წვნიან ექსკლუზივს იღებ.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ საქონლის ფარში
  • 700 გრ სალო
  • 4 ც ხახვი
  • 5 კვერცხი
  • 2 ც სტაფილო
  • 8 კბ ნიორი
  • 200 მლ რძე
  • 100 გრ მანანის ბურღული
  • 4 ც პურის ნაჭერი
  • ქუნჯუთი გემოვნებით
  • კარაქი გემოვნებით
  • საფანელი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ხორცი, სალო, რძეში ჩამბალი პური, ხახვი, ნიორი.

2. დაუმატეთ ფარშს მარილი, პილპილი, ორი კვერცხი. მოურიეთ, დაბეგვეთ და შედგით მაცივარშ 20 წუთით.

3. გახეხეთ და მოთუშეთ კარაქში სტაფილო. მოხარშეთ და გაფცქვენით 3 კვერცხი.

4. წაუსვით ფოლგის საცხობ ფორმას კარაქი, მოაყარეთ საფანელი. მოათავსეთ ნახევარი ფარში, ზემოდან მოაყარეთ სტაფილოს ფენა, გააკეთეთ ჩაღრმავება. მოათავსეთ სამი კვერცხი, მოაყარეთ სტაფილოს მეორე ფენა.

5. ზემოდან მოათავსეთ დარჩენილი ფარში. მოაყარეთ მოხალული ქუნჯუთი.

6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით. ამოიღეთ ფორმიდან, როცა კერძი გაცივდება.

მიირთვით ხემსი ცივად ან ცხლად. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!