სალათი “პრაღა” ქათმით და ქლიავით

652

სადღესასწაულო მაიონეზიანი სალათები არ კარგავს პოპულარობას, ამ სალათებმა დროის გამოცდას გაუძლეს.

ჩემთვის ბავშვობიდან საყვარელი სალათი “პრაღა” იყო, ამიტომაც მეც დავიწყე მისი მომზადება სადღესასწაულოდ.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 1ცალი
  • ბარდა 175გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • დამწნილებული კიტრი 2 ცალი
  • შავი ქლიავი 100გ
  • წყალი 150მლ
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ ყველა პროდუქტი. მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ, გაასუფთავეთ. განაცალკევეთ ცილა და გული. მოხარშეთ ფილე მარილიან წყალში.

2.მოხარშეთ სტაფილო, გააგრილეთ და გაასუფთავეთ. დაჭერით ხახვი წვრილად. ძმრის და ცხელი წყლის მარინადში დაამწნილეთ კიტრი შაქართან და მარილტან ერთად. ის 15 წუთში მზად იქნება.

3.ააწყეთ სალათი. ის უნდა ააწოთ მეტალის წრეში, ასე სალათი მეტად დახვეწილი გამოდის. პირველ ფენად მოათავსეთ ქათმის ფილე.

4.ქათამს წაუსვით მაიონეზი. შემდეგ მოათავსეთ ხახვი, წინასწარ გამოწურული. ისევ მაიონეზი და დაჭრილი კიტრი.

5.უმჯობესია გათალოთ კიტრი. კიტრის შემდეგ მოათავსეთ ცილა. შემდეგ მაიონეზი და დაქუცამცებული კვერცხის გული. ისევ მაიონეზი.

6.შემდეგ სტაფილო, მაიონეზი, ბარდა და ისევ მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!