ქაშაყის სპეციფიური გემო და არომატი ზოგს უყვარს, ზოგს – არა. თუ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, “გასტრონომია” შეეცდება წარმოდგენა შეგიცვალოთ ამ თევზზე და შემოგთავაზოთ უგემრიელესი სალათის რეცეპტი.
სალათი ქაშაყით, კვერცხით და ხახვით – იდეალური გემო, ლამაზი ვიზუალი, ხელმისაწვდომი პროდუქტები და მომზადების მინიმალური დრო – მასში ყველაფერი ჰარმონიულად ეხამება.
ინგრედიენტები
- 200 გრ ქაშაყი
- 3 კვერცხი
- 1 ც ხახვი
- 1 კონა სალათი აისბერგი
- 3 ს.კ. ზეთი
- 1 ჩ.კ. ძმარი
- 1 ჩ.კ. მდოგვი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად ქაშაყი.
- დაგლიჯეთ სალათის ფურცლები.
- მოხარშეთ კვერცხები, გაფცქვენით და დაჭერით 4 ნაწილად.
- დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, შეასრისეთ მარილი და პილპილი. შეურიეთ მზა ინგრედიენტები.
- შეურიეთ ზეთი, ძმარი და მდოგვი. შეანელეთ სალათი სოუსით მირთმევამდე.
უგემრიელესი ქაშაყის სალათი მზადაა. ის არავის დატოვებს გულგრილს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!