სააღდგომო სუფრა ტრადიციული ჩაქაფულის გარეშე წარმოუდგენელია

2938

ჩაქაფული აუცილებლად უნდა იყოს აღდგომის სუფრაზე. ჩაქაფული ტრადიციული ქართული კერძია. ახალი ტყემალი, ტარხუნა და ღვინო საოცარ არომატულ ნაზავს ქმნის. გუმრანებისთვის ჩაქაფულის სეზონი უკვე დაწყებულია.

ინგრედიენტები:

  • ხბოს ან ბატკნის ხორცი 1 კგ
  • ტარხუნა 150 გ
  • წიწმარი 50 გ
  • ქინძი 100 გ
  • ნიახური 20 გ
  • ახალი ტყემალი 0,5 ჩაის ჭიქა
  • დაფნის ფოთოლი 2-3 ცალი
  • მწვანე ხახვი 100გ
  • ხახვი 2-3 თავი
  • მჟაუნა 50 გ
  • ღვინო 1 ჩაის ჭიქა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცს ავაჭრათ ქონი (ბატკნის შემთხვევაში -დუმა), დავჭრათ წვრილად და ამ ქონში მოვშუშოთ ხახვი.
  2. ქვაბში მოვათავსოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ხორცის ერთი ფენა და მოვაყაროთ მწვანილი (ყველანაირი მწვანილი უნდა დაიჭრას წვრილად და ერთმანეთში აირიოს). ასე გავიმეოროთ ხორცის დამთავრებამდე. წყლის დამატება საჭირო არ არის, მწვანილი თვითონ გამოუშვებს სითხეს. დავახუროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მოვშუშოთ მწვანილის გაყვითლებამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ამოვურიოთ.
  3. ხორცი რომ სანახევროდ მოიხარშება, დავუმატოთ თეთრი ღვინო, ტყემალი (კურკიანად) და მოვხარშოთ ბოლომდე. შევაზავოთ მარილით და წიწაკით.

გემრიელად მიირთვით!