ამ რეცეპტით ყველაზე უხეში ხორციც რბილი და წვნიანი გამოვა

447

თუ სავახშმოდ დიდი კომპანია ვიკრიბებით, ხორცს პომიდვრის წვენში აუცილებლად ვამზადებ. ამ მეთოდით მომზადებისას ყველაზე უხეში ღორის ხორციც წამებში რბილდება. აგრესიული მარინადი ძმრით ან მაიონეზით საჭირო არაა.

ასეთი კერძი როგორც სახლში, ასევე აგარაკზე შეგიძლიათ მოამზადოთ. ღორის ბარკალი პომიდვრის წვენში საოცარი გამოდის, რომელიც ბუნებაში თქვენს ყოფნას დაამშვენებს. თან როგორ გავრცელდება კოცონის და ხორცის არომატი სუფრა ჰაერზე!

როგორ მოვამზადოთ ნაზი ხორცი პომიდვრის წვენში

ღორის ბარკალი მოწითალო ქერქით გამოდის, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ხორცი შიგნით რბილი და წარმოუდგენლად ნაზი ხდება. მთავარია, სრულად მომზადებამდე მოითმინოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ღორის ბარკალი
  • მარილი გემოვნებით
  • 3 კბილი ნიორი
  • როზმარინი გემოვნებით
  • 2 ხახვი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • ჩილის წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხორცი კარგად გარეცხეთ და რამდენიმე ადგილას ღრმად ჩაჭერით.

2. ნიორი წვრილად დაჭერით, როზმარინი, მზესუმზირის ზეთი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ხორცს წაუსვით და 1,5 საათით დასამარინადებლად გააჩერეთ.

3. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და ხორცი ყველა მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

4. ხახვი წვრილად დაჭერით და ტაფაზე შეწვით. ხახვი ღრმა ქვაბში გადაიტანეთ, ზემოდან ღორის ხორცი დაადეთ.

5. პომიდვრის წვენი და ცოტა წყალი დაასხით. აქვე დარჩენილი მარინადიც გამოგადგებათ. ჩილის წიწაკა დაუმატეთ და 3 საათით სუსტ ცეცხლზე თუშეთ. ქვაბს თავსახური დაახურეთ.

ღორის ბარკლისთვის კარტოფილი იდეალური გარნირია. განსაკუთრებით, ახალი კარტოფილი კარაქთან და დაჭრილ მწვანილთან ერთად. სხვა კომბინაციაც შეგიძლიათ შეარჩიოთ. მაგალითად, ახალი ან გამომცხვარი ბოსტნეული, მარცვლეული ან მაკარონი.