ტკბილი წიწაკა ზეთიან მარინადში – რეცეპტი, რომელიც არ უნდა დაკარგოთ!

6650

წიწაკის სასარგებლო თვისებებზე ბევრჯერ დაწერილა. ის უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ძალიან ბევრს უყვარს ზეთიან მარინადში მომზადებული ტკბილი წიწაკა. გთავაზობთ მის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ ტკბილი წითელი  წიწაკა (ბულგარული)
  • 500 მლ ძმარი
  • 500 მლ ზეთი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ს.კ. მარილი
  • თითო კონა ნიახური და ოხრახუში
  • 2 თავი ნიორი
  • 4 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 2 ჩ.კ. პილპილის მარცვლები
  • 2 ჩ.კ. ბაჰარის მარცვლები

მომზადების წესი:

  1. წიწაკებს მოვაცილოთ თესლი, ნიორი გავარჩიოთ. ზეთი, ძმარი, მარილი და შაქარი წამოვადუღოთ, შიგ ჩავაწყოთ იმდენი წიწაკა, რომ სითხემ დაფაროს და დაახლოებით 10-15 წუთი ვხარშოთ, სანამ წიწაკა მომზადდება.
  2. შემდეგ ამოვიღოთ და ჩავდოთ სასურველ ჭურჭელში მწვანილთან, ნიორსა და სანელებლებთან ერთად. ამავე პრინციპით მოვამზადოთ დანარჩენი წიწაკაც.
  3. წიწაკებს დავასხათ ზეთისა და ძმრის ნარევი და 24 საათი გავაჩეროთ, შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ.

რედაქციის რჩევა

ასე მომზადებული წიწაკა შეგვიძლია ჩავდოთ ქილებში, გადავსვოთ თავისივე წვენით და გავასტერილოთ, შემდეგ კი მოვხუფოთ.