საქართველო ნამდვილად გამორჩეულია თავისი შესანიშნავი კერძებით. დღეს გასტრონომიას რედაქცია ერთ-ერთ მოთხოვნად და გემრიელი კერძის რეცეპტს გთავაზობთ. მოდით, ერთად მოვამზადოთ უგემრიელესი ყაურმა.
ინგრედიენტები:
- 2 კგ საქონლის გულ-ღვიძლი (ღვიძლი, გული, ფილტვები)
- 150-200 გ კარაქი
- 5 მოზრდილი თავი ხახვი
- 5-6 მწიფე პამიდორი ან 500-600 მლ წყალში გახსნილი 3 ს.კ. ტომატპასტა
- 1 კონა ქინძი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 კონა ქონდარი
- 6 კბილი ნიორი
- მარილი, წიწაკა – გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ქვაბში კარაქთან ერთად მოვათავსოთ და მოვშუშოთ. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ნელ ცეცხლზე შუშვა გავაგრძელოთ.
- პამიდვრებს გადავავლოთ მდუღარე წყალი და კანი გავაცალოთ. დავჭრათ წვრილად ან გავხეხოთ და დავუმატოთ მოშუშულ გულ-ღვიძლს, 5 წუთი ვადუღოთ. დავუმატოთ დანაყილი ნიორი, დაკეპილი მწვანილი, მარილი, წიწაკა და ცეცხლზე კიდევ 10 წუთი გავაჩეროთ.
გემრიელად მიირთვით!