იმერული კუჭმაჭი ღორის ან ხბოს კარგად გასუფთავებული გულ-ღვიძლისგან მზადდება და ფართოდ გავრცელებული ცივი კერძია. ამ კერძს საოცრად უხდება ნიგოზი. იმერლებმა და არა მარტო იმერლებმა კარგად იციან მისი ფასი.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ღორის გულ-ღვიძლი
- 1 ჭიქა დანაყილი ნიგოზი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1-2 თავი ხახვი
- 1 ცალი ბროწეული
- 1 კონა ქინძი
- 2 ჩ.კ. უცხო სუნელი
- თითო ჩ.კ. ხმელი ქონდარი, ხმეკი ქინძი და ყვითელი ყვავილი
- მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით
მომზადების წესი:
- ღორის გულ-ღვიძლი მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაცივოთ.
- ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი ერთად დავნაყოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფქული ყვითელი ყვავილი, ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი მარილი და წიწაკა.
- სანელებლებიან მასას დავასხათ ცოტა ძმარი და კარგად ავზილოთ. ღორის გულ-ღვიძლი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ მომზადებული საკაზმი და ბროწეულის მარცვლები. გემოვნებით დავუმატოთ მარილი და წიწაკა.
თქვენ როგორ კმაზავთ კუჭმაჭს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.