წიწილა ისრიმ-მაყვალში ტრადიციული იმერული კერძია. დაჭყლეტილი მკვახე ყურძნისა და მაყვლის არომატი შემწვარ წიწილას საუცხოო გემოს სძენს. მოამზადეთ სიამოვნებით და თავად დარწმუნდებით მის განსაკუთრებულობაში.
ინგრედიენტები:
- 1 ცალი წიწილა
- 2 მტევანი მკვახე ყურძენი (შეუწამლავი)
- 500 გ მაყვალი
- 1 კონა ქინძი
- 6 კბილი ნიორი
- 3 ს.კ. ნიგოზი
- 1 ჩ.კ. კარაქი
- მარილი
- წიწაკა
- პიტნა – მოსართავად
მომზადების წესი:
- წიწილას მოვაყაროთ მარილი და შევწვათ კარაქიან ტაფაზე. მაყვალი და მკვახე ყურძენი გავხეხოთ საცერზე, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა და ნიგოზი.
- დაჭრილ ქათამს მოვასხათ სოუსი და ცოტა ხანს გავაჩეროთ, შემდეგ მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.
რედაქციის რჩევა
თუ არ გვაქვს ისრიმი, საწებელი შეგვიძლია მხოლოდ მაყვლისგან მოვამზადოთ.