ავოკადოს დიეტური გამომცხვარი რგოლები სელის თესლით. კვერცხისა და ფქვილის გარეშე

1197

ავოკადომ დიდი ხანია პოპულარობა მოიპოვა დიეტოლოგებში და მათში, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. ეს ნაყოფი თითქოსდა სპეციალურადაა შექმნილი ასეთ სასარგებლოდ, რომ ჩაანაცვლოს უამრავი პროდუქტი: კვერცხი, ხორცი, თევზი. ტყუილად კი არ ამბობენ: მიირთვი ვახშმად ავოკადო და დაივიწყე პლასტიკურ ქირურგებზე.

თუმცა, ავოკადო არამხოლოდ ვახშამზე, არამედ საუზმეზეც ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით, და თუკი მას სელის თესლთან მიირთმევთ, მიიღებთ ვიტამინების ნამდვილ ბომბს! გამომცხვარი ავოკადო სელის თესლით – მარტივი, სასარგებლო და გემრიელი კერძია საუზმისთვის.

ინგრედიენტები

  • 2 ც ავოკადო
  • 5 ს.კ. სელის თესლი
  • 50 გრ შავი პური
  • 2 ს.კ. პარმეზანი
  • 6 ს.კ. წყალი
  • 1 კონა კამა
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გახუხეთ ღუმელში შავი პურის რამდენიმე ნაჭერი.
  2. დააბლენდერეთ 3 ს.კ. სელის თესლი. დაუმატეთ მარილი, პილპილი და 6 ს.კ. მდუღარე წყალი.
  3. დარჩენილი სელის თესლი მოხალეთ ტაფაზე და გააცივეთ.
  4. დააბლენდერეთ გახუხული პური, დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და მოხალული სელის თესლი.
  5. მოაცილეთ ავოკადოს კანი და კურკა, დაჭერით რგოლებად. ამოავლეთ ჯერ სელის თესლის ფქვილში, შემდეგ მეორე მზა მასაში.
  6. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოათავსეთ ავოკადო. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 8 წუთით. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მიირთვით.

მოამზადეთ ავოკადოს სასარგებლო კერძი და დილიდანვე მიიღეთმთელი დღის საკმარისი ენერგია. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!