ბისკვიტის რულეტი უგემრიელესი შიგთავსით: აუცილებლად გამოგივათ

1825

ძალიან მარტივი და ბიუჯეტური რულეტის კლასიკური რეცეპტი.

ყოველთვის ყველას გამოსდის.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 1/2 ჭიქა
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • ჯემი
  • მარილი მწიკვი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა.
  2. ცილა მოათვაესთ მაცივარში.
  3. გულს დაუმატეთ შაქარი და ვანილი.
  4. ათქვიფეთ გული ერთგვაროვნებამდე.
  5. გულის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.
  6. ცილა გამოიტანეთ მაცივრიდან და ათქვიფეთ.
  7. თქვეფის პროცესში დაუმატეთ მარილი.
  8. ფქვილის მასას დაუმატეთ ცილის.
  9. მოურიეთ აუჩქარებლად, ქვემოდან ზემოთ.
  10. პერგამენტით ამოფინეთ გამოსაცხობი ფორმა და დაასხით ცომი.
  11. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
  12. გამომცხვარი ფირფიტა გადააბრუნეთ შაქრიან ზედაპირზე და მოაშორეთ პერგამენტის ქაღალდი.
  13. დაახვიეთ რულეტისებურად და დაელოდეთ 10 წუთი.
  14. შემდეგ გაშალეთ რულეტი, წაუსვით ჯემი და ისევ დაახვიეთ.
  15. მზა რულეტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!