სახელდახელოდ მომზადებული ტრადიციული ჩანახი

2937

ჩანახი ტრადიციული ქართული კერძია, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოში ამზადებენ. თუ ქართული კერძების მოყვარული ხართ, ჩანახიც აუცილებლად გექნებათ გასინჯული, ხოლო თუ ჯერ არ გქონია ეს ბედნიერება, მაშინ დროა საკუთარი მარჯვე ხელებით შეუდგეთ მის მომზადებას. აი, რეცეპტიც:

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ცხვრის ხორცი
  • 1 კგ პამიდორი
  • 700 გ კარტოფილი
  • 4 თავი ხახვი
  • 200 გ ცხვრის დუმა
  • 6 ცალი ბადრიჯანი
  • 6 კბილი ნიორი
  • 1 კონა რეჰანი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი, პამიდორი და წიწაკა მსხვილად დავჭრათ. კარტოფილი გავფცქვნათ და მსხვილად დავჭრათ.

2. ქოთნის ძირზე მოვათავსოთ დაჭრილი ცხვრის დუმა, შემდეგ თხლად დაჭრილი ცხვრის ხორცი,კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი და წიწაკა. ზემოდან დავაწყოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოვაყაროთ მწვანილი. ფენა-ფენა ინგრედიენტებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

3. ქოთანს დავახუროთ სახურავი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

4. როცა ხორცი მოიხარშება, ჩანახი მზადაა.

ესეც ასე. ჩვენი ტრადიციული კერძი უკვე მზადაა. გემრიელად მიირთვით!