ნაზი ხორცი და ხრაშუნა ქერქი: კეფირში დამარინადებული ქათამი კარტოფილით

1617

ნებისმიერ დიასახლისს სურს, ვახშამი დღესასწაულად აქციოს. არადა, ხანდახან სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალისა და რთული კერძების მომზადების დრო არ არის. ოჯახის წევრები კი მშივრეი გელოდებიან.

ასეთ დღეებში ვიღებ საცხობ ფორმას და ვამზადებ კეფირში დამარინადებულ ქათმის ბარკლებს კარტოფილთან. ამ კერძმა არაერთხელ მიხსნა და ყოველ ჯერზე სულ უფრო გემრიელი გამომდის. თავადაც სცადეთ და დარწმუნდით!

ინგრედიენტები

  • 4 ც ქათმის ბარკალი
  • 800 გრ კარტოფილი
  • 600 მლ კეფირი
  • 4 კბ ნიორი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 5 ც პომიდორი ჩერი
  • ხმელი სუნელი გემოვნება
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ნახევარი ნიორი გაატარეთ, დაუმატეთ კეფირში სუნელებთან ერთად და კარგად მოურიეთ.

2. გაასუფთავეთ ბარკლები, ჩააწყვეთ კეფირში და გააჩერეთ 25 წუთით.

3. გათალეთ და დაჭერით კარტოფილი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, სუნელები და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.

4. ზემოდან დააწყვეთ ოთხად გაჭრილი პომიდორი ჩერი, დარჩენილი გატარებული ნიორი და ქათმის ბარკლები. მარინადის სითხეც მოასხით.

5. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. ამ დროისთვის ქათამი და კარტოფილი კარგად შეიბრაწება.

მიირთვით კერძი ცხლად, მსუბუქ ბოსტნეულის სალათთან ანმჟავე კიტრთან და პომიდორთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!