ბოსტნეულის რაგუ “ვინეგრეტი”: ინგრედიენტების საყვარელი შეხამება ნოყიერი ვახშმისთვის

1679

არის დღეები, როცა ორგანიზმი უბრალო და მარტივ საჭმელს ითხოვს. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის “გასტრონომიამ” მოამზადა ბოსტნეულის რაგუს რეცეპტი. სამარხვო, მაგრამ ნოყიერი, უბრალო, მაგრამ არომატული – ეს კერძი გულგრილს არავის დატოვებს.

რაგუს ძირითადი ინგრედიენტებია ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და კომბოსტო, სწორედ აქედან მოდის სახელწოდება “ვინეგრეტი”. უკვე მზა კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ დაკონსერვებული ბარდა და მჟავე კიტრი. იდეალური სამარხვო ვახშამია!

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 ჭარხალი
  • 400 გრ კომბოსტო
  • 2 ც სტაფილო
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 30 მლ სოიოს სოუსი
  • 1,5 ჩ.კ. იტალიური ბალახები
  • 4 კბ ნიორი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შესანელებლად შეურიეთ ზეთი და სოიოს სოუსი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ბალახები და მოურიეთ.

2. გათალეთ ბოსტნეული, დაჭერით კუბებად, დაჭერით წვრილად კომბოსტო, ჩაყარეთ ღრმა თასში, დაუმატეთ სანელებელი და კარგად მოურიეთ.

3. საჭირო ზომის საცხობი სახელო დადეთ ფორმაზე, შეკარით ერთი კუთხე. მოათავსეთ ბოსტნეული და შეუკარით მეორე კუთხე. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!