კარტოფილი “შატო” – რბილი შიგნიდან, ხრაშუნა გარედან

1592

კარტოფილი იმით არის კარგი, რომ თუნდაც მაცივარში სხვა არაფერი გქონდეს, შეგიძლია გემრიელი კერძი მოამზადო მისგან. ჩვენ გასწავლით ერთ მარტივ ხერხს, თუ როგორ აქციოთ ჩვეულებრივი კერძი სარესტორნოდ, ლამაზი მიწოდებით.

კარტოფილი “შატო” არაჩვეულებრივი კერძია ოქროსფერი ხრაშუნა ქერქით. თანაც, ის შეგიძლიათ მოამზადოთ წინა დღის მორჩენილი მოხარშული კარტოფილითაც. რეცეპტი ძალიან მარტივია, თუმცა შეგიძიათ გაამრავალფეროვნოთ ის და დაუმატოთ სუნელები და მწვანილი.

ინგრედიენტები

  • 700 გრ კარტოფილი
  • 30 გრ კარაქი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ კარტოფილი, გარეცხეთ და ჩაყარეთ წყალში, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ.
  2. დააწყვეთ მზა კარტოფილი თეფშზე, გააცივეთ. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, დაალაგეთ კარტოფილი და შეწვით ორივე მხრიდან შებრაწვამდე.
  3. ბოლოს დაუმატეთ კარაქი და მარილი, კარგად მოურიეთ.

მიირთვით კარტოფილი საყვარელ სოუსთან ან ბოსტნეულის სალათთან. თუ რაიმე უფრო ნოყიერი გსურთ, გააერთიანეთ კერძი ხორცის სტეიკთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!