გოგრა თურქულად: აი, როგორ შეიძლება საყვარელი ბოსტნეულის მომზადება. ცხარეს მოყვარულებისთვის ნამდვილი განცხრომაა

2577

მოცემული კერძი, ერთი შეხედვით, შესაძლოა არატიპიურად მოგეჩვენოთ თურქული სამზარეულოსთვის, ვინაიდან თურქეთში ამ ბოსტნეულის დესერტებია უფრო მიღებული. მიუხედავად ამისა, გოგრის ეს სურნელოვანი ხემსი ზამთრის შესანიშნავი ხემსია თურქეთში.

ღუმელში გამომცხვარ გოგრას ზინგათას ან სინკონტას უწოდებენ. კერძის სიცხარე გემოვნებაზეა დამოკიდებული. წიწაკა ჩილის ნაცვლად შეგიძლიათ დაფქული პაპრიკა გამოიყენოთ, ხახვი და ნიორიც გემოვნებით. მომზადებისას სამზარეულოში საოცარი არომატები დაიფრქვევა. ეს გახლავთ ძალიან გემრიელი და სასარგებლო კერძი!

ინგრედიენტები

  • 1 კგ გოგრა
  • 4-7 კბილი ნიორი
  • 2 თავი ხახვი
  • 1-2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 70-80 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ც. წიწაკა ჩილი
  • 1 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 0,5-1 ჭიქა წყალი
  • მარილი გემოვნებით

 

მომზადება

1. დაჭერით გოგრა 1-სანტიმეტრიან ნაჭრებად. მჭიდროდ დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.

2. ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოათავსეთ ნაჭრებს შორის. ასევე, დაუმატეთ წიწაკა ჩილი.

3. შეურიეთ წყალი და ტომატის პასტა, ფრთხილად დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი. მოასხით გოგრას.

4. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით სანამ გოგრა დარბილდება.

მზა კერძს ძალიან უხდება ნატურალური იოგურტი ან იოგურტის სოუსი. გამომცხვარი გოგრა შესანიშნავია როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში. როგორც ხედავ, კერძის მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს. აუცილებლად გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!