როგორ მოვამზადოთ პერუჟული ღვეზელი

871

ეჭვგარეშეა, რომ საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე გემრიელ დესერტებს ამზადებენ. ფრანგულ კრუასანებზე ბევრს სმენია, თუმცა ძალიან ცოტას სმენია არანაკლებ გემრიელ და ხრაშუნა ნაციონალურ დესერტზე, რომელსაც “პერუჟოკს” ან “პერუჟულ გალეტას” უწოდებენ.

ზოგიერთი ამ დესერტს ტკბილ პიცასაც უწოდებს. ლეგენდის თანახმად იგი 1912 წელს საფრანგეთის ქალაქ პერუჟის მაცხოვრებლებმა  გამოიგონეს, რომელიც ქალაქ ლიონიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ტკბილი პიცა 

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 მლ წყალი
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 400 გრ ფქვილი
  • 1 ს.კ. რძის ფხვნილი
  • 50 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 70 გრ კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 100 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი

მომზადების წესი 

1. გახსენით წყალში მშრალი საფუარი და გააჩერეთ 10 წუთით.

2. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, მარილი, რძის ფხვნილი და საფუარი.

3. მოზილეთ ცომი, დაახურეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 15 წუთით.

4. შემდეგ ცომს დაუმატეთ კარაქი და კარგად მოზილეთ. შემდეგ კვლავ გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ, სანამ ცომის მოცულობა არ გაიზრდება.

5. გააცხელეთ ღუმელი, საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და წაუსვით კარაქი.

6. გაიყვანეთ ცომი თხელ ფენად და ცენტრში ამოაღრმავეთ. გაყინული კარაქი ცომს ზემოდან დაახეხეთ.

7. შეურიეთ ერთმანეთს შაქარი და დახეხილი ლიმონის ცედრა და დახეხილ კარაქს მოაყარეთ ზემოდან.

8. გამოაცხვეთ ღვეზელი 230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუტის განმავლობაში.

დესერტის შიგთავსს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი სასრუველი ხილი და კენკრა, ასევე შოკოლადი.