ბაქლავას ყოველთვის ამ რეცეპტით ვამზადებ, ასე ის არჩვეულებრივად ნაზი და ჰაეროვანი გამოდის

2100

ბაქლავა პოპულარული აღმოსავლური დესერტია, რომელიც მზადდება ფენოვანი ცომისგან, სიროფისა და ნიგვზისგან. ეს ის ტკბილეულია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. გასტრონიმიას რედაქცია დღეს პეკანის ბაქლავას უგემრიელეს რეცეპტს გასწავლით. აუცილებლად ჩაინიშნეთ!

ინგრედიენტები: 

ბაქლავა: 

  • 500 გ პეკანის კაკალი, დაქუცმაცებული
  • 100 გ შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 14 ფირფიტა ფილოს ცომი, თუ გაყინულია გაალღვეთ
  • 1 ფინჯანი ( 250 გ) კარაქი, გამდნარი

ვაჟინი: 

  • 2 ფინჯანი (400 გ) შაქარი
  • 2 ფინჯანი (500 მლ) წყალი
  • 1/2 ლიმონის ახალგამოწურული წვენი

ულუფა: 10-12

მომზადება: 45 წუთი + 30 წუთი გასაგრილებლად

ცხობა: 45 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ბაქლავა: გააცხელეთ ელექტროღუმელი 170 გრადუსზე.
  2. კარაქი წაუსვით 23X23 სმ კვადრატულ საცხობ ყალიბს.
  3. დიდ ჯამში შეურიეთ პეკანი, შაქარი და დარიჩინი.
  4. გაშალეთ ცომის ფირფიტები, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და სამზარეულოს ნოტიო ტილო (რათა ცომი არ გამოშრეს).
  5. ცომის ერთი ფირფიტა მოათავსეთ ყალიბში და კარაქი გადაუსვით.
  6. მოაყარეთ პეკანის გულსართი, ზემოდან მეორე ფირფიტა დაადეთ და ისევ კარაქი გადაუსვით. ეს პროცედურა იქამდე გაიმეორეთ, სანამ გულსართი არ დამთავრდება.
  7. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
  8. დაჭერით ცომი 5 სმ რომბებად. დარწმუნდით, რომ ყველა ფირფიტა დაჭრილია. მორჩენილი კარაქი ზემოდან მოასხით.
  9. აცხვეთ დაახლოებით 45 წუთი ან სანამ ოქროსფერ-ყავისფერს არ მიიღებს.
  10. თაფლის ვაჟინი: დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ თაფლი, ლიმონის წვენი და შაქარი. დატოვეთ 20 წუთი, სანამ შაქარი მთლიანად გადნება.
  11. ღუმელიდან გამოღებულ ბაქლავას მოასხით ვაჟინი.
  12. ნამცხვარი გააგრილეთ ყალიბში, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!