როდესაც ეს კერძი მეგობართან გავსინჯე, მისმა გემომ, არომატმა და მომზადების სიმარტივემ ძალიან მომხიბლა. ახლა ყოველ საღამოს ვამზადებ

5623

როდესაც ეს კერძი პირველად დავაგემოვნე, მისმა საოცარმა გემომ, არომატმა და მომზადების სიმარტივემ იმდენად გამაოცა, რომ მეგობარს მაშინვე რეცეპტი ვთხოვე. საქონლის ფარშის წვნიანი შიგთავსი და ხაჭოს უგემრიელესი ცომი მას დაუვიწყარ გემოს ანიჭებს და ყველასათვის საყვარელ დელიკატესად აქცევს. ახლა ეს კერძი ჩემი ოჯახის ხშირი სტუმარია.

ხორცის რულეტები, რომელზეც უარს ვერ იტყვით

თუ თქვენ რთული გრაფიკის მიუხედავად ოჯაახის გემრიელი კერძით განებივრება გსურთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ამ კერძის რეცეპტი, რომელიც მზადდება სწრაფად, მარტივად და გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოთი. პირობას გაძლევთ, მეუღლე და შვილები კიდევ არაერთხელ მოგთხოვენ მის მომზადებას.

ინგრედიენტები:

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 250 გრამი ხაჭო
  • 1,5-2 ჩაის ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავისთვის:

  • 400 გრამი ღორის ან საქონლის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • ნახევარი ჩ.კ. მარილი
  • ნახევარი ჩ.კ. ხმელი სუნელი

მომზადება:

1. ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ხაჭო და კარგად დასრისეთ ჩანგლით, მასში მკვრივი მასები რომ არ დარჩეს. შემდეგ ჩაამატეთ 2 კვერცხი და კარგად გადაურიეთ. მორევის პარალელურად მასაში მცენარეული ზეთი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი დაამატეთ. განაგრძეთ რევა ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

2. როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნება, დაიწყეთ ეტაპობრივად მასში ფქვილის ჩამატება. ზილეთ კარგად ცომის ამოყვანამდე. მიაქციეთ ყურადღება, რომ ფქვილი შეიძლება ოდნავ მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, რაც დამოკიდებულია ხაჭოს ტენიანობაზე. მიღებული ცომი უნდა იღოს რბილი, ფუმფულა და ელასტიური.

3. დააყოვნეთ ცომი რამდენიმე წუთით და პარალელურად შეუდექით შიგთავსის მზადებას. ბლენდერის გამოყენებით დააქუცმაცეთ ხახვი და ნიორი, დაამატეთ ფარში და კვლავ კარგად გადაურიეთ. პირადად მე, საქონლისა და ქათმის ფარშის ნაზავს ვიყენებ.

4. კარგად გააბრტყელეთ ცომი საშუალო სისქემდე, მიეცით მას მართკუთხედის ფორმა (40×30 სმ) და ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ მომზადებული ფარში.

5. დაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაჭერით თანაბარი სისქის ნაჭრებად. თითოეული ნაჭრის სისქე უნდა შეადგენდეს დაახლოებით 1-1,5 სანტიმეტრს.

6. ტაფაზე წინასწარ კარგად გააცხელეთ მცენარეული ზეთი და დაბრაწეთ მასში ჩვენი რულეტები.

7. გემრიელად მიირთვით!

როგორც უკვე გითხარით, ამ კერძის გემო და არომატი ოჯახის ყველა წევრზე და სტუმარზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად ჩაინიშნეთ ის და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც. მადლობა, რომ ხართ ჩვენს გვერდში!