ვის არ უყვარს უნაზესი ფხვიერი ხორციანი ფლავი? ინგრედიენტები მართლაც უნაზესი რომ გამოვიდეს, მომზადება საკმაოდ შრომატევადია: მუდმივად უნდა ამოწმო ბრინჯისა და ხორცის მზაობა, დაუმატო წყალი. ხდება ისე, რომ თითქოს ყველა წესს იცავ, მაგრამ შედეგი მაინც ისეთი არ არის, როგორიც საჭიროა. სწორედ ამიტომ ბევრი დიასახლისი თავს არიდებს ფლავის მომზადებას.
დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ ფლავის რეცეპტს, რომელსაც სულ რაღაც 30 წუთი დასჭირდება და როომელიც დამწყებ დიასახლისსაც კი გამოუვა.
ინგრედიენტები
- 500 გრ ბრინჯი
- 470 მლ წყალი
- 400 გრ საქონლის ხორცი
- 200 გრ ხახვი
- 1,5 ც ნიორი
- 180 გრ სტაფილო
- 0,5 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა
- 3-4 დაფნის ფოთოლი
- 1 ჩ.კ. ძირა
- 1 ჩ.კ. კურკუმა
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- შეურიეთ კურკუმა, წიწაკა, ძირა, ნივრის ფხვნილი, დაფნის ფოთოლი.
- დაჭერით წვრილად ხახვი და 3-4 კბილი ნიორი. ხორცი დაჭერით მცირე კუბებად, გახეხეთ სტაფილო.
- მოთუშეთ ნიორი კარაქში, დაუმატეთ ხორცი და შეწვით.
- დაუმატეთ ხახვი, სუნელები, გახეხილი სტაფილო, შუაში მოათავსეთ ნივრის მთლიანი თავი.
- დააფარეთ თავსახური, მოამზადეთ 10 წუთის განმავლობაში, მოხსენით თავსახური და კიდევ 10-15 წთ გააჩერეთ.
- მოხარშეთ ბრინჯი: როცა წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს, გააჩერეთ 5 წთ, მოხსენით თავსახური და კიდევ 5 წთ ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით და შეახვიეთ პირსახოცში კვლავ 5 წუთით.
- გადაიტანეთ ბრინჯი ხორცის მასაში და კარგად მოურიეთ.
აი ასე მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ხორცის ფლავი. გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი მეგობრებს!