ქათმის ჩახოხბილი უგემრიელესი ტრადიციული რეცეპტით

4553

ქათმის ჩახოხბილი ქართული ტრადიციული კერძია. იმდენად ბევრი სანელებელი შეგიძლიათ ქათამს შეუხამოთ, რომ კერძი საინტერესო და ეშხიანი გამოგივიდეთ. გიზიარებთ ქათმის ჩახოხბილის ტრადიციულ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • ქათამი 1 ცალი, ან წიწილა – 2 ცალი
  • ერბო – 1/2 ჩაის ჭიქა
  • პამიდორი – 500 გრამი
  • ხახვი – 3-4 თავი
  • სხვადასხვა მწვანილი – 1 კონა
  • მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. დავჭრათ ერთი ქათამი ან ორი წიწილა.
  2. ჩავაწყოთ ქვაბში  და შევდგათ ცეცხლზე.
  3. ცოტა რომ მოიშუშებ, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და დავასხათ 1/2 ჩაის ჭიქა ერბო.
  4. 5-10 წუთის შემდეგ დავაყაროთ 500 გრამი გაფცქვნილი და დაჭყლეტილი მწიფე პამიდორი, მარილი, დავახუროთ ხუფი და ვხარშოთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.
  5. როდესაც დამზადდება, დავასხათ ღრმა თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.

თუ ამ კერძს ზამთარში ვაკეთებთ, შეიძლება ტომატი ან ტომატ-პასტა ვიხმაროთ.