შვეიცარიიდან ჩამოტანილი ყველის სუპის განუმეორებელი რეცეპტი

683

ცივ ამინდებში განსაკუთრებით სასიამოვნოა ცხელი სუპის მირთმევა. ეს რეცეპტი შვეიცარიიდან ჩამოვიტანე და მას მერე ვეღარ ვივიწყებ.

ამ ყველის სუპზე ლეგენდები დადის. მისი არომატულობა და დახვეწილი გემო ჭკუიდან გადაგიყვანთ.

ინგრედიენტები

  • 1 ხახვი
  • 400გ ქათმის ფილე
  • 350-400გ ყველი
  • 2,5ლ წყალი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 3-4 კარტოფილი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • მარილი და წიწაკა
  • 0,5 ჩაის კოვზი ნიგოზი
  • ოხრახუში
  • 1 ბაგეტი
  • მცენარეული ზეთი
  • სანელებლები
  • ნიორი გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ფილე, მოათავსეთ ქვაბში და მოასხით წყალი. ადუღების შემდეგ მოაყარეთ მარილი და დაფნის ფოთოლი. მოხარშეთ 25 წუთი.

2.დააქუცამცეთ ხახვი, გახეხეთ სტაფილო და დაჭერით კარტოფილი კუბიკებად. ტაფაზე მოთუშეთ ხახვი სტაფილოსთან ერთად.

3.მოხარშულ ქათამს დაუმატეთ კარტოდილი. 10 წუთის შემდეგ ამოიღეთ ფილე და მოათავსეთ თეფშზე. მოთუშული მასა დაუმატეთ სუპს, დაელოდეთ 10წუთი, დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე.

4.სუპს დაუმატეთ ყველი. შვეიცარიაში იყენებენ გრუიერს ან ჰოლანდიურს. თუ მოცარელას გამოიყენებთ სუპი მეტად წელვადი გამოვა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სახეობის ყველი გამოიყენოთ, რომელიც ხელის ახლოს გაქვთ.

ყველი ან დაჭერით ან გახეხეთ. სუპს დაუმატეთ ნიგოზი, მარილი, წიწაკა. აადუღეთ სუპი 2 წუთი.

5.ორცხობილის მოსამზადებლად დაჭერით ბაგეტი. წაუსვით ზეთი და მოაყარეთ სანელებლები. გახუხეთ თუმელში, წაუსვით ნიორი.

6.განუმეორებელი სუპი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!