მაჯადრა: არომატული სამარხვო ფაფა

1517

ახლო აღმოსავლეთის სამზარეულო ძალიან მდიდარი და გემრიელია. კერძი მაჯადრაც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ეს ნოყიერი ფაფა ოსპისგან, ბრინჯისა და ხახვისგან მზადდება ზეთში. სხვა ინგრედიენტები შეიძლება შეიცვალოს, ან საერთოდაც არ გამოიყენოს.

ბურღულეულის ასეთი კომბინაცია ძალიან დაბალანსებული და საინტერესო გამოდის. მომზადებამდე აუცილებლად ჩაალბეთ ოსპი თბილ წყალში და დატოვეთ 2 საათით.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ბრინჯი
  • 250 გრ ოსპი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ბრინჯი და ოსპი, შეგიძლიათ ან ერთად, ან ცალ-ცალკე მოხარშოთ და შემდეგ შეურიოთ. დაუმატეთ წყალში მარილი.

2. გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად და მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

3. შეურიეთ ბრინჯი და ოსპი, ზემოდან მოათავსეთ მოთუშული ბოსტნეული ან სურვილისამებრ მოურიეთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ინგრედიენტები, დაუმატოთ სუნელები, მწვანილი, წიწაკა და ა.შ. ასევე მაჯადრას ქათმის ან საქონლის ხორცითაც ამზადებენ. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!