მოლდოვური სიმინდის ფქვილის მამალიგა ღორის შაშხით

1285

მოლდოვას სოფლების ნებისმიერ ოჯახში ამზადებენ ჩვენი მეგრული ღომის მსგავს მამალიგას. თუმცა, განსხვავება, რა თქმა უნდა, არის. სიმინდის ფქვილს მდუღარე რძეში ყრიან, ხის კოვზით ურევენ სანამ არ შესქელდება. მიირთმევენ ღორის შაშხთან ან კარაქთან.

ორიგინალური რეცეპტი ასწლეულებს ითვლის, თუმცა ყოველმა დიასახლისმა რაღაც თავისი დაამატა და გაამრავალფეროვნა. დღეს ჩვენ გთავაზობთ მამალიგას მობრაწულას ყველისა და ღორის შაშხის ფენებით.  იერსახეც და გემოც არაჩვეულებრივია!

ინგრედიენტები

  • 300 გრ სიმინდის ფქვილი
  • 300 გრ ღორის შაშხი
  • 200 გრ ყველი რიკოტა
  • 200 გრ პარმეზანი
  • 200 მლ ნაღები
  • 1,5 ლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. დაჭერით ღორის შაშხი და შეწვით ზეთში.

2. აადუღეთ რძე, დაუმატეთ მარილი, ჩაყარეთ ფქვილი.

3. დაუკელით ცეცხლს, მუდმივად ურიეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ შესქელდება.

4. დაუმატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ.

5. აიღეთ საცხობი ფორმა. მოათავსეთ პროდუქტები შემდეგი რიგითობით: მამალიგა, გახეხილი პარმეზანი, რიკოტა, ღორის შაშხი, მამალიგა, პარმეზანი, რიკოტა.

6. გააკეთეთ 4 ჩაღრმავება და ჩაახალეთ კვერცხები, მოაყარეთ დაჭრილი ღორის შაშხი.

7. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

ეს კერძი ნამდვილად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს მენიუში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!