ბისკოტი: ლეგენდარული იტალიური ტკბილეული შინაურ პირობებში

1938

ბისკოტი კლასიკური იტალიური ნამცხვარია, რომელსაც ტრადიციულად ფერადი ცუკატებით, ქიშმიშით ან შოკოლადით აცხობენ. სახელწოდება ითარგმნება როგორც “ორჯერ გამომცხვარი”, თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

კლასიკურ რეცეპტში მას გამაფხვიერებელის გარეშე ამზადებენ, ამიტომაც ცოტა მშრალი გამოდის. ჩვენ გადავწყვიტეთ სრულყოფილებამდე მიგვეყვანა რეცეპტი და მოვამზადეთ ფაფუკი ბისკოტი ბანანით და ნიგვზით. ნიგოზი შეგიძლიათ თხილით ან ნუშით ჩაანაცვლოთ, ნამცხვარი ამით ნაკლებად გემრიელი არ გამოვა.

ინგრედიენტები

  • 90 გრ კარაქი
  • 260 გრ ფქვილი
  • 1 ც ბანანი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ შაქარი
  • 0,5 გრ ვანილინი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს.კ. ნიგოზი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

  1. დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით, დაუმატეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი და ვანილინი. კარგად მოურიეთ.
  2. დაჭერით ნიგოზი, დაუმატეთ მასაში. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ წელვადი და წებოვანი ცომი.
  3. შექმენით ცომისგან ორი ფართო “ძეხვი”. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ცომი.
  4. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
  5. მზა ნაწარმი გააცივეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაჭერით ნაჭრებად. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე და კვლავ შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

ნამცხვარი ბანანის არომატით და ხრაშუნა გამოდის. ბისკოტიმ დიდ ხანს რომ გაძლოს, დააფინეთ ქაღალდი კალათაში, მოათავსეთ ნამცხვარი და დააფარეთ ხელსახოცი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!