ნაზ ფენოვან ტორტს 30 წუთში ვამზადებ. „ნაპოლეონზე“ ადვილია

579

ტრადიციული „ნაპოლეონი“ ეს არის ფენოვანი ცომის გამომცხვარი ფენები, რომელზეც მოხარშული კრემი უხვად წასმულია. სისქით და ზომით მაქსიმალურად თანაბარი უნდა იყოს, რომ კარგად გამოცხვეს. თანამედროვე დიასახლისებს ამ დესერტის მოსამზადებლად ამდენი დროის გამოყოფა უჭირთ.

ძალა რომ დაზოგოთ, თან ახლობლები გაახაროთ, Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ზარმაცების ტორტს მზა ცომით და შესქელებული რძით. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ეს ცომის კვადრატებად დაჭრა და გამოცხობაა. შემდეგ უბრალო კრემის წასმაა. ასე გაცილებით ადვილია.

რატომ ღირს მზა ფენოვანი ცომით ტორტის მომზადება

გარწმუნებთ, რომ მზა ფენოვანი ცომით მომზადებული ტორტით არა მხოლოდ გემოთი არ წააგებთ, არამედ დასასვენებლად ბევრ დროს მოიგებთ. სტუმრებს თამამად მიართვით, ბავშვები გაანებივრეთ და საკუთარი თავი გაახარეთ, რომ ფინჯან საყვარელ სასმელს მიაყოლოთ. დესერტი გამოდის უჩვეულოდ ნაზი, არომატული, ზომიერად ტკბილი და მადისაღმძვრელი.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ფენოვანი საფუვრიანი ცომი
  • 250 გ რძე
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 გ ვანილი
  • 50 გ კარაქი
  • 2 ს/კ ქოქოსის ფანტელები
  • 150 მლ შესქელებული რძე
  • 3 ს/კ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

1. ფენოვანი ცომი პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ცომი რამდენიმე ადგილას ჩანგლით ან ხის ჩხირით დაჩხვლიტეთ. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და ფენები 15 წუთი აცხვეთ.

2. რძე ღრმა თასში ჩაასხით, შაქრის ფხვნილი, ვანილი და ფქვილი დაუმატეთ. ინგრედიენტები მიქსერით ათქვიფეთ, სანამ შაქრის მსხვილი ნაწილები სითხეში სრულად არ გაიხსნება.

3. რძის ნარევი პატარა ქვაბში გადაიტანეთ, სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ. როგორც კი მასა გაცივდება, შესქელებული რძე, კარაქი და ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ. შემდეგ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვეფეთ.

4. გამომცხვარი ფენები თხელ ფირფიტებად დაყავით, თითოეულს ცივი სქელი კრემი უხვად წაუსვით.

5. ფირფიტები შეაერთეთ, საჭირო ფორმის ტორტი ააწყვეთ. შემდეგ დესერტი მინიმუმ 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.

მზა ცივ კრემს ნებისმიერი ხილი და კენკრა შეგიძლიათ დაუმატოთ. ჩვეულებრივ, დეკორატიულ ელემენტებად გამოიყენება ნაფშვენი, რომელიც ფენებისგან რჩება. ერთხელ ამ დესერტის მომზადება საკმარისია, რომ საკონდიტროსკენ გზა სამუდამოდ დაივიწყოთ.