ხაჭოკვერა ფქვილის გარეშე. გემრიელი საუზმე 30 წუთში მზადაა

380

სურვილები, როგორიცაა უფრო დიდხანს ძილი და გემრიელად საუზმობა, შეგიძლიათ გააერთიანოთ. ორ კურდღელს ერთი გასროლით დაიჭერთ, თუ დილით ჰაეროვან ხაჭოკვერას ფქვილის გარეშე ღუმელში მოამზადებთ. ნახევარ საათში უნაზესი ტკბილეული შეგიძლიათ გასინჯოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ ხაჭოს დესერტი „მხოლოდ სამი“ წესის გამოყენებით. მარტივი ტექნოლოგია და იდეალური პროპორციები.

როგორ გამოვაცხოთ ჰაეროვანი ხაჭოკვერა ღუმელში

თუ ქიშმიში არ გიყვართ, მაშინ ზარმაცი ხაჭოკვერის მოსამზადებლად შოკოლადის ნატეხები ან გაყინული კენკრა გამოიყენეთ. ასეთი დანამატი ტკბილი კერძის გემოზე დადებითად აისახება, მას უფრო საინტერესოს გახდის.

ინგრედიენტები:

  • 600 გ ხაჭო
  • 3 ჩ/კ შაქარი
  • 3 ს/კ მანანის ბურღული
  • 10 გ ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 3 კვერცხი
  • 3 ს/კ ქიშმიში
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 10 გ ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

1. ქიშმიშს მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ სითხე გადაასხით და ქიშმიში ქაღალდით გაამშრალეთ.

2. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. კვერცხის გული ხაჭოს დაუმატეთ. მარილი, შაქარი და ვანილი დაუმატეთ. მანანის ბურღული და არაჟანი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

3. ხაჭოს მასას ქიშმიში და გახეხილი ლიმონის ცედრა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

4. ცალკე თასში კვერცხის ცილა აფუებამდე ათქვიფეთ. თანდათან ხაჭოს მასაში გადაიტანეთ და აურიეთ.

5. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. ხაჭოს მასა გადაიტანეთ და გაასწორეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.

მზა ხაჭოკვერა შესქელებული რძით ან კენკრის მურაბით სუფრაზე გაიტანეთ. ხილის ჯემი ხაჭოს დესერტის იდეალური დანამატია. ბავშვები აღფრთოვანებულნი იქნებიან, რადგან დიდებული კომბინაცია ჩვეულებრივ საუზმეს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. მანანის ბურღული ფქვილის იდეალური ალტერნატივაა.