დამწნილებული პომიდორი ნივრით. საოცარი გემო

782

პამიდორის მწინლზე უარს ვერავინ ამბობს.

მზადდება ძალიან სწრაფად და მარტვად.

ინგრედიენტები

გათვლილია 1კგ პომიდორზე

  • 1,5ლ წყალი
  • 4 სუფრის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1,5 ჩაის კოვზი ძმარი
  • 5 ღერო კამა
  • 1 ღერო ოხრახუში
  • 3 ფოთოლი ლავრუშკი
  • 2 მოცხარის ფოთოლი
  • 4 ალუბლის ფოთოლი
  • 6 კაკალი შავი წიწაკა
  • 1/3 ჩაის კოვზი მდოგვის კაკლები
  • 1/3 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 2 გვაზდიკა
  • 6-8 კბილი ნიორი

მომზადება

  1. გარეცხეთ პომიდორი და ჩაჭერით გვერდიდან, მასში მოათავსეთ ნიორი.
  2. პომიდორი მოათავსეთ ქვაბში, მოაყარეთ მარილი, შაქარი და სანელებლები.
  3. აადუღეთ წყალი. მოასხით პომიდორს.
  4. დაუმატეთ ძმარი და დააფარეთ თავზე.
  5. სრული გაგრილების შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში/
  6. დაახლოებით 10-12 საათი პომიდორი მზად იქნება.

გემრიელდ მიირთვით!