სალათი „ქაშაყი ქურქის ქვეშ“ მარტივად მზადდება. სადღესასწაულო სუფრაზე ხშირად გვხვდება. გამოცდილმა დიასახლისებმა რეცეპტი ზეპირად იციან. თუ ფიქრობთ, რომ კერძი მოსაწყენი ან ბანალურია, უჩვეულო ინგრედიენტები შემატეთ და ექსპერიმენტები ჩაატარეთ.
კლასიკური რეცეპტი არც ისე ბევრ ინგრედიენტს შეიცავს. ესაა ქაშაყი, სტაფილო, კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი და მაიონეზი. სალათი დეკორის გარეშე ან კვერცხის გულით გაფორმებული შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, მწვანილს და ბროწეულის მარცვლებს გვერდს ვერ აუვლით.
საინტერესო ალტერნატივა
მთავარი ექსპერიმენტი თევზის შეცვლაა. ქაშაყის ნაცვლად ქარსალა გამოიყენეთ. გაწმენდაზე უფრო დიდ დროს დახარჯავთ, მაგრამ გემო არ შეიცვლება. წითელი თევზიც გამოგადგებათ. საკმაოდ საინტერესო და უჩვეულოდ გემრიელი გამოდის.
სალათს ზემოდან წითელი ხიზილალა შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე სალათს პიკანტურ ნოტებს შემატებთ. ამ შემთხვევაში დანარჩენი ინგრედიენტები არ შეცვალოთ, რომ რაღაც სხვა კერძი არ მიიღოთ.
კიბორჩხალის ჩხირებით ან კიტრის მწნილით საინტერესო ვარიანტი გამოდის. ორივე კომპონენტი უნდა გახეხოთ. სალათს ზემოდან კვერცხის გული დაუმატეთ. გირჩევთ, რომ კვერცხის გული სუფრაზე გატანის წინ დაუმატოთ, ასე არ გამოშრება.
ინგრედიენტები:
- ქაშაყის ფილე
- 1 დიდი ჭარხალი
- 3 კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 4 კიტრის მწნილი
- 1 წითელი ხახვი
- 250 გ მაიონეზი
- 4 კვერცხი
- სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილი, კვერცხი, სტაფილო და ჭარხალი მოხარშეთ. შემდეგ ყინულიან ცივ წყალში ჩადეთ, რომ მალე გაგრილდეს. 3 კვერცხი სალათისთვის გამოიყენეთ. 1 კვერცხის გული გასაფორმებლად გადადეთ.
- კომპონენტები მსხვილად გახეხეთ. ხახვი და ქაშაყი დანით დაჭერით. სალათს წითელი ხახვი უფრო უხდება. კიტრის მწნილს ზედმეტი სითხე მოაშორეთ და დანით დაჭერით.
- თუ მაიონეზის სოუსი ძალიან გიყვართ, მაშინ თითოეულ ინგრედიენტს წინასწარ დაუმატეთ და აურიეთ. თუ სალათის ცოტა მაიონეზით მომზადება გსურთ, მაშინ თითოეულ ფენას მაიონეზის თხელი ბადე წაუსვით.
- სალათის ფენები ასე დააწყვეთ: კარტოფილი, ქაშაყი, ხახვი, სტაფილო, კიტრი, კვერცხი, ჭარხალი. ბოლოს გახეხილი კვერცხის გულით გააფორმეთ.
დაჟინებით გირჩევთ, რომ ეს სალათი კიბორჩხალის ჩხირით და ხიზილალით აუცილებლად გააკეთოთ და დააგემოვნოთ. ამისთვის კიბორჩხალის ჩხირები გახეხეთ და კიტრის ნაცვლად გამოიყენეთ. ცოტა ხიზილალა კვერცხის გულის თხელ ფენაზე მიმოფანტეთ. მწიკვი ახალი მწვანილი მოაყარეთ და მაცივარში გასაგრილებლად შეინახეთ.