როცა სტუმრებს ველოდები, სწრაფ და გემრიელ ორცხობილას კეფირით ვამზადებ: 30 წუთში მზადაა

1365

Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ კეფირზე მომზადებულ მარტივ ორცხობილას. 5 წუთში ცომს მოზელთ და ორცხობილას ფორმას მისცემთ, ხოლო 20 წუთში გემრიელი ტკბილეული ჩაიზე მისაყოლებლად სუფრაზე იქნება.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 250 გრ ფქვილი
  • 100 მლ კეფირი
  • 40 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. თასში კვერცხი ათქვიფეთ, სუფრის კოვზით შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ.

3. სათქვეფით ან ჩანგლით აურიეთ. კეფირი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

4. აურიეთ, ნახევარი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. თუ სოდას იყენებთ, ჩაქრობა არ სჭირდება. რეაქცია კეფირის მჟავაში მოხდება.

5. ახლა დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. შეიძლება ცოტა მეტი დაგჭირდეთ, ეს კვერცხის ზომასა და კეფირის ცხიმიანობაზეა დამოკიდებული. სქელი ცომი მოზილეთ, ხელს არ უნდა გეკვროდეთ. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ და ორ ნაწილად გაყავით.

6. ერთი 3-4 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. 7 სმ დიამეტრის ჭიქით ფორმები გამოჭერით. დანარჩენი ცომითაც ასე გააკეთეთ.

7. დარჩენილი შაქარი ბრტყელ თეფშზე დაყარეთ. ცომის რგოლები ერთი მხრიდან შაქარში ჩადეთ. შუაზე გაკეცეთ, შაქრით შიგნით. შემდეგ კიდევ ერთხელ გაკეცეთ. კუთხეებს თითით კარგად დააჭირეთ, რომ ფურცელი მიიღოთ. ზედა ნაწილი შაქარში ამოავლეთ. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

8. სულ 25 ცალი ორცხობილა გამოვა.

9. 160 გრადუსზე 20 წუთით მსუბუქ შეწითლებამდე აცხვეთ.

10. ორცხობილა კეფირზე მზადაა. გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილია!

გემრიელად მიირთვით!