საუცხოო პირველი კერძი. ჯერ წვნიანს მივირთმევ, ლობიოს კი დესერტად ვიტოვებ

1534

თუ გსურთ, ოჯახის წევრები გემრიელი და ნოყიერი კერძით ასიამოვნოთ, მოამზადეთ ლობიოს წვნიანი. ლობიო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ის მდიდარია ცილებით, ვიტამინებით, მაგნიუმით, რკინით, იოდით და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებით. თანაც, ხარშვისას ლობიო ყველა ამ სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს.

ლობიოს წვნიანი ძალიან გემრიელია, მას ერთადერთი ნაკლი აქვს – დიდ ხანს იხარშება. მაგრამ ეს არ წარმოადგენს პრობლემას მათთვის, ვისაც გემრიელი და ნოყიერი კერძით დატკბობა სურს.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ლობიო
  • 3 ც კარტოფილი
  • 3 ლ წყალი
  • 0,25 ჭიქა ბრინჯი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 30 მლ ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაალბეთ ლობიო ადუღებულ ცივ წყალში მთელი ღამით. ამგვარად, მარცვლები დარბილდება და უფრო იოლად მოიხარშება, ასევე მოსცილდება ნივთიერებები, რომლებიც გაზებს წარმოშობს.
  2. გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო, ამას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება.
  3. გათალეთ და დაჭერით კარტოფილი.
  4. გათალეთ და დაჭერით კუბებად ხახვი და სტაფილო.
  5. კარგად გარეცხეთ ბრინჯი.
  6. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ლობიო, ბრინჯი, ნახევარი სტაფილო და ხახვი. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში.
  7. ტაფაზე მოთუშეთ დარჩენილი ხახვი და სტაფილო.
  8. დაამატეთ 1 ს.კ. ფქვილი და კიდევ 1 წუთის განმავლობაში მოთუშეთ.
  9. დაამატეთ მასა წვნიანში, ასევე მარილი და პილპილი. მოამზადეთ კიდევ 7 წუთის განმავლობაში.
  10. დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი.

პირველი კერძი ძალიან ნაზი და გემრიელი გამოდის. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ საყვარელი ძეხვეულობა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!