როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი და საოცრად არომატული ვარდის ფურცლების მურაბა…

2945

ვარდის მურაბა მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში მზადდება სამურაბე ვარდის ფურცლებისგან. ვისაც ერთხელ მაინც მოგიმზადებიათ, მოგეხსნებათ როგორი არომატული და განხვავებული გემოთი გამოირჩევა. დღეს სწორედ ამ საოცარი მურაბის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ახალი ვარდის ფურცლები
  • 4 კგ შაქარი
  • 15 ჭიქა წყალი
  • მწიკვი ვანილი
  • 8-10 მარცვალი დაფქული ილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ვარდის ფურცლებს ყუნწთან თეთრი თავები მოვაჭრათ, გავრეცხოთ, დავაყაროთ შაქარი და დავასხათ წყალი.
  2. მურაბა დავდგათ საშუალო ცეცხლზე თავდახურული, რომ არომატი შეინარჩუნოს. ხარშვისას ხანდახან ამოვურიოთ.
  3. ბოლოს ჩავყაროთ სანელებლები, წამოვადუღოთ და ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში. მურაბის ხარშვას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

რედაქციის რჩევა: 

თუ გვსურს, მურაბა უფრო რბილი გამოვიდეს, ფურცლები წინასწარ მდუღარე წყალში მოვწალოთ და შემდეგ მოვხარშოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში  ნაკლებად არომატული გამოვა. ვარდის მურაბა აუცილებლად თხელფურცელა და სურნელოვანი ბაღის ვარდისგან მზადდება. დაუშვებელია შეწამლული და ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებული ვარდის გამოყენება. შეგვიძლია გამოვიყენოთ ასკილის ფურცლებიც.

თქვენ როგორ ამზადებთ ვარდის მურაბას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.