თუ მარტივი ინგრედიენტებით ნამდვილად მარტივი დესერტის მომზადება გსურთ, ეკლერის ტორტი აირჩიეთ. დარწმუნებული ვართ, ბისკვიტის მომზადების ასეთი მეთოდი თქვენთვის უცხოა! საქმე იმაშია, რომ მოხარშული ცომიდან უნდა გამოაცხოთ. გარდა ამისა, მოხარშული რძიანი კრემი დესერტს ავსებს, საოცრად ნაზს და რბილს ხდის.
ტორტი მოხარშული კრემით რომ მოამზადოთ, ძვირადღირებული პროდუქტების შეძენა საჭირო არაა. რძე, კარაქი და შაქარი სამზარეულოში უკვე გაქვთ. ერთი შეხედვით, რთული მოსამზადებელია, მაგრამ გარწმუნებთ: 30-40 წუთში გაუმკლავდებით.
როგორ მოვამზადოთ მრავალფენიანი ეკლერის ტორტი
ასეთი მრავალფენიანი ტორტი სადღესასწაულლო სუფრაზე ან ყოველდღე შეგიძლიათ გამოაცხოთ. დესერტი გამდნარი შავი ან თეთრი შოკოლადით შეგიძლიათ გააფორმოთ. გარდა ამისა, გამოიყენეთ კანფეტები, მოსაყრელები და ჟელიბონები, რომ დესერტი სადღესასწაულო და ფერადი გახდეს.
ინგრედიენტები:
- 600 მლ რძე
- 150 გ შაქარი
- 60 გ სიმინდის სახამებელი
- 120 გ ხორბლის ფქვილი
- მწიკვი მარილი
- 5 კვერცხი
- 20 გ ვანილი
- 100 მლ წყალი
- 240 გ კარაქი
- ნუშის ფანტელები გემოვნებით
მომზადების წესი:
1. 2 კვერცხი, შაქარი, ვანილი და სახამებელი აურიეთ.
2. მორევა გააგრძელეთ, 500 მლ რძე დაუმატეთ. ნარევი საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ არ გასქელდება. რძის ნარევი ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ, ხშირად აურიეთ. მოსახერხებელია, თუ ქვაბს ცივი წყლით და ყინულებით სავსე თასზე დადებთ.
3. 80 გ რბილ კარაქს მარილი, მწიკვი შაქარი, წყალი და დარჩენილი რძე აურიეთ. ინგრედიენტები კარაქის სრულ გადნობამდე ხარშეთ.
4. ფქვილი დაუმატეთ და ხარშვა გააგრძელეთ. გასქელებამდე მუდმივად აურიეთ.
5. ნარევი ქურიდან გადმოდგით და ნარევს დარჩენილი კვერცხი დაუმატეთ.
6. 2 საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მზა მასა თხელ ფენად თანაბრად გაანაწილეთ. 200 გრადუსზე 10-15 წუთით აცხვეთ. თითოეული ფენა 4 ნაწილად დაყავით.
7. დარჩენილი რბილი კარაქი 5 წუთით ათქვიფეთ. ნაწილ–ნაწილ ცივი კრემი აურიეთ.
8. ტორტი ააწყვეთ. ფენებს კრემი წაუსვით და ერთმანეთს დაადეთ. ტორტის გვერდებსაც კრემი წაუსვით და ნუშის ფანტელებით გააფორმეთ. დესერტი 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
დამწყები დიასახლისიც მოხარშულ ტორტს მარტივად მოამზადებს. დესერტით სტუმრებს ან ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდით, კოლეგებს მოუმზადეთ ან საჩუქრად გააკეთეთ. ჩაიზე ან ყავაზე მისაყოლებლად იდეალური დესერტია!